საზოგადოება რამდენი მილიონის ქონებას ფლობს გიული ალასანია? 10 თებერვალი, 1:50 ![]() ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ქონების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: „ტექსტი იკითხება ქაბატოს ინტონაციით (მხ. ფილმი „ქეთო და კოტე“) დოლ-გარმონის მუსიკის ფონზე“. ბოლოში მკითხველს შეუძლია ხმამაღლა დააფიქსიროს თავისი შიშხათიანი მოსაზრება ყოველგვარი კორექტულობის გარეშე (მაგ: რით ვერ გაძღა ეს შობელძაღლი): გიული ალასანიას შემოსავლის სახით უფიქსირდება 3 104 812 ლარი. ის გახლავთ დიდძალი ქონების პატრონი და მის საკუთრებაშია: ბინა 197 კვ.მ. - ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, I შესახვევი, N 4; ბინა 32.04 კვ.მ. - ქ. თბილისი, ქუჩა იოსებიძე, N 69; ბინა 95 კვ.მ. - ქ. თბილისი, გამზირი პეკინი, N 33; ბინა 172.8 კვ.მ. - ქ. ბათუმი, ქუჩა გორგილაძე, N 82; 1313 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი - ქ.ყვარელი; ბინა 172.8 კვ.მ. - ქ. ბათუმი, ქუჩა ჭავჭავაძე, N 5; 334 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი - ქ. ყვარელი; 251 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი - ქ. ყვარელი; 8600 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი - ქ. თბილისი, დიღმის სასწ. საცდელი მეურნეობა; 500 კვ.მ. ნაკვეთი - სასოფლო-სამეურნეო - რაიონი ოზურგეთი, სოფელი ნატანები; გიული ალასანია მონოპოლისტია განათლების სფეროშიც. ამას გარდა, ასე გამოიყურება ყოფილი პრეზიდენტის დედის მიერ დაფუძნებული კომპანიებისა და ამ კომპანიათა მიერ დაფუძნებული კომპანიების ქონებების ჩამონათვალი: შპს „საქართველოს უნივერსიტეტის“ საკუთრებაშია უამრავი ქონება, რომლის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტიც გიული ალასანიაა, კერძოდ: 742.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე N1 საერთო ფართით 4091.72 კვ.მ - ქალაქი თბილისი, ქუჩა კოსტავა, N77ა მიმდებარედ; ბინა ბათუმში - 80.78 კვ.მ.- ქუჩა ფარნავაზ მეფე, N 135, სადარბაზო 2, სართული 8, ბინა N56; 9273.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე სპორტული მოედნით-ქალაქი თბილისი, ქუჩა კოსტავა N 77ა; 731.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე N1 საერთო ფართით 2858.00 კვ.მ; N2 - ქალაქი თბილისი, ქუჩა კოსტავა N 77ა; 877.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე N1 (I სართ 870.27 კვ.მ, ანტრესოლური სართული 69.54 კვ.მ) - ქალაქი თბილისი, ქუჩა კოსტავა N 77ა; 5059.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე N1 (A ბლოკი) საერთო ფართით 9058.42 კვ.მ.; N2 (B ბლოკი) საერთო ფართით 7436.90 კვ.მ. - ქალაქი თბილისი, ქუჩა კოსტავა N 77; 2644.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე 61.90 შენობით - რაიონი თეთრიწყარო, სოფელი სამშვილდე; 116.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე შენობებით - ქალაქი თბილისი, ვახტანგ ბოჭორიშვილის ქუჩა, N 65; 1135.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე შენობით - რაიონი თეთრიწყარო, სოფელი სამშვილდე; 32061.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთი - რაიონი თეთრიწყარო, სოფელი აბრამეთი; 22611.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე N1, N2, N3, N4 (ნანგრევი), N5, N6 შენობები; და 7046.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობით - მუნიციპალიტეტი თეთრიწყარო, საკრებულო ჯორჯიაშვილი, სოფელი აბრამეთი; შპს „იუჯი სკოლის” დირექტორი გიული ალასანია, რომელის დამფუძნებელიც არის შპს „საქართველოს უნივერსიტეტი“. აღნიშნულის საკუთრებაა - 1028 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე 1556 კვ.მ. შენობით - ქალაქი ბათუმი, ქუჩა ჯავახიშვილი N5; შპს „იუჯი ბაღის” თანადამფუძნებელი და თანადირექტორი გიული ალასანიაა და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებაა - 1684.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა N1 საერთო ფართით 693.99 კვ.მ. (მათ შორის სარდაფის სართული 48.02 კვ.მ.; I სართული 645.97 კვ.მ.) - ქალაქი თბილისი, ქუჩა ალექსიძე N8; შპს „იუჯი მედიკალის", დამფუძნებელია შპს „იუჯი სკოლა" და აღნიშნულის საკუთრებაშია უძრავი ქონებები: 2736 კვ.მ. მიწის ნაკვეთი - გარდაბანი, სოფელი კრწანისი; 75 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი - გარდაბანი, სოფელი კრწანისი; 54 422 კვ.მ. მიწის ნაკვეთი - გარდაბანი, სოფელი კრწანისი; 6601 კვ.მ. მიწის ნაკვეთი - ქალაქი წყალტუბო, ქუჩა რუსთაველი; 25 501 კვ.მ. მიწის ნაკვეთი - გარდაბანი, სოფელი კრწანისი; 50 001 კვ.მ. მიწის ნაკვეთი - გარდაბანი, სოფელი კრწანისი; 125 118 კვ.მ.მიწის ნაკვეთი - გარდაბანი, სოფელი კრწანისი; 20 001 კვ.მ.მიწის ნაკვეთი - გარდაბანი, სოფელი კრწანისი; 70000.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი - გარდაბანი, სოფელი კრწანისი; 70000.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი - გარდაბანი, სოფელი კრწანისი; 600.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი - გარდაბანი, სოფელი კრწანისი; შპს „იუჯი წიგნებს” დამფუძნებელია შპს „საქართველოს უნივერსიტეტი“. შეძენილი აქვს ქალაქი თბილისში, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა, N 3ა-ში ფართები კომპანია შპს. საერთო ჯამში ნასყიდობის ფასმა შეადგინა 648 705 აშშ დოლარი... შპს „ნეოლაბის“ დამფუძნებელი შპს „საქართველოს უნივერსიტეტის“ მიერ. საკუთრებაშია: ბათუმში 56.47 კვ.მ. ფართი; თბილისში, ნუციბიძეზე ბინა - 97.77 კვ.მ. ფართი; თბილისში, ნუცუბიძეზე ბინა - 70.68 კვ.მ. ფართი; დედოფლისწყარში, რუსთაველის N 57 - ბინა 49 კვ.მ. ბათუმში - 5.90 კვ.მ. დამხმარე სათავსო. ჭავჭავაძეზე; ბათუმში - 50.93 კვ.მ. ფართი; თბილისში, ნუციბიძეზე - 29.87 კვ.მ. ავტოფარეხი; თბილისში, ნუცუბიძეზე - 24.05 კვ.მ. ფართი; ბორჯომში - 465.00 კვ.მ. ფართი; თბილისში - 192.00 კვ.მ. ნაკვეთი და მასზე მდებარე 462.38 კვ.მ. შენობა (ტაშკენტის ქ.); ზუგდიდში - 127.00 კვ.მ. ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა", - წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში. ![]() ![]() 1300 4-ს მოსწონს
|