x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სერბ დეპუტატს მანდატი დაატოვებინეს საპარლამენტო დებატების დროს პორნოს ყურების გამო
image

სერბმა დეპუტატმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც საპარლამენტო დებატების დროს პორნოგრაფიის ყურებაზე დააფიქსირეს.


65 წლის ზვონიმირ სტევიჩი, ვეტერანი პოლიტიკოსი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩართული სერბეთ-კოსოვოს დიპლომატიაში, სერბეთ-კოსოვოს კავშირებზე მსჯელობისას იმ დროს დააფიქსირეს, როდესაც თავის ტელეფონზე X რეიტინგულ უხეშ პორნოგრაფიას და მასაჟს უცქეროდა,


კანონმდებლები შეიკრიბნენ ქვეყნებს შორის კავშირების განსახილველად, საკითხი ეხებოდა კოსოვოს ევროკავშირში გაწევრიანების ხელის შეუწყობას.



სტევიჩი, თავად იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული და კოსოვოს კომიტეტის თავმჯდომარე, როგორც ჩანს, უფრო დაინტერესებული იყო პორნოგრაფიული მასაჟის ვიდეოს ყურებით.

image

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა დეპუტატს გადადგომა მოთხოვა და თან დასძინა: „სადაც არ უნდა გამოჩნდე, რაც არ უნდა თქვა, ყოველთვის პორნოდეპუტატი იქნები“.


დეპუტატი დააფიქსირეს ვებსაიტზე ვიდეოს გადახვევის შემდეგ, სადაც ის ორ X-რეიტინგულ ვიდეოს უყურებდა.


ჩანაწერი გავრცელდა სოციალურ მედიაში, რომელიც შემდეგ ნაციონალურმა მედიამ აიტაცა და რამაც საბოლოოდ სტივიჩის გადადგომა გამოიწვია.


ივიცა დაჩიჩმა თქვა: „ეს არის სკანდალი და კატასტროფა.


„რა თქმა უნდა, თქვენი გადადგომა რეალისტურია. დეპუტატი ვეღარ იქნები, რადგან ამასთან გამკლავება არ შეგიძლიათ “.


ზვონიმირი თხოვნას დაემოეჩილა და თქვა: „მე პარტიის ჯარისკაცი ვარ, რასაც მთხოვთ, შეავსრულებ“.


დასავლური ქვეყნები ზეწოლას ახდენენ სერბეთზე და კოსოვოზე, რათა ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება მოხდეს მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა 2008 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.


როგორც ამბობენ, ეს საკითხი ყველაზე დიდი დაბრკოლებაა სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანებისათვის.

0
84
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0