x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"რა დავაშავეთ, რომ ეს მოგვესაჯა"- ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი

image


ქვეყნის ნომერ პირველი ლეიბორისტი, შალვა ნათელაშვილი "რესპუბლიკური" პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პირად გვერდზე აზიარებს მას უფლისგან მოვლენილ სასჯელს უწოდებს:


"რა დავაშავეთ, რომ ეს ქალი მოგვესაჯა"- ვკითხულობთ "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერის ფეისბუქგვერდზე.


ცნობისთვის, ოპოზიციონერი დეპუტატი პარტია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარლამენტის დატოვებას ირაციონალურს უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი გადაწვეტილებები ჩვენს ევროპულ გზას აზიანებს:


"სრულიად არასწორია და პოლიტიკური შეცდომაა, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს, მითუმეტეს ეს ფილმი ძალიან ბევრჯერ გვაქვს ნანახი. პარლამენტის დატოვებაზე საუაბრი აზიანებს პროცესს და ისედაც დაზიანებულია ამ მოწვევის პარლამენტი. გარდა ამისა, სადაც ასპარეზი აქვს პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც უნდა იაქტიუროს მაქსიმალურად, ის ასპარეზი უნდა გამოიყენოს და არ უნდა გაიქცეს ამ ბრძოლის ველიდან.


აბსოლუტურად არ ვეთანხმები მანდატების დატოვებას და საერთოდ, ამაზე მსჯელობას. ვფიქრობ, რომ მარაზმშია უკვე „ნაციონალური მოძრაობა", როდესაც მანდატებიოს დატოვებაზე საუბრობს“, - აცხადებს ხათუნა სამნიძე.








0
228
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
228