პოლიტიკა ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა საკუთარი ქალიშვილი საჯაროდ გამოაჩინა 2023, 8 თებერვალი, 12:14 კიმ ჩენ ინი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ქვეყნის არმიის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ დღესასწაულს დაესწრო. ჩრდილოეთ კორეის მეთაური, კიმ ჩენ ინი, ქალიშვილთან და მეუღლესთან ერთად, ეწვია კორეის სახალხო არმიის (KPA) მეთაურების რეზიდენციას, რათა ბანკეტზე საზეიმოდ აღენიშნა ქვეყნის ჯარების 75 წლის იუბილე. ამის შესახებ რადიო „კორეის ხმა“ იუწყება. დღესასწაულში, ქვეყნის ლიდერის გარდა, მისი ქალიშვილი და მეუღლე რი სოლ ჩჟუ მონაწილეობდა, ასევე შრომითი პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრები, ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირები, კორეის სახალხო არმიის ქვედანაყოფების მეთაურები და სხვა გენერლები. თუმცა ოფიციალურ პროტოკოლში, კიმ ჩენ ინის ქალიშვილის სახელი არ არის ნახსენები. თუმცა, როგორც ჩანს, პოლიტიკოსმა ბანკეტზე მიიყვანა საკუთარი ქალიშვილი. გოგონა "კორეის ხმის“ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს. ადრე აცხადებდნენ, რომ გოგონას, რომელიც კიმ ჩენ ინის ქალიშვილად ითვლება, კიმ ჩჟუ-ე ჰქვია. გასული წლის სექტემბრის ბოლოს იგი და რამდენიმე სხვა ბავშვი მღეროდა ეროვნულ დღესასწაულზე კიმ ჩენ ინის და მისი მეუღლის რი სოლ ჩჟუს წინაშე. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ქალიშვილი დაახლოებით 10 წლის უნდა იყოს. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას არასდროს დაუდასტურებია, რომ კიმ ჩენ ინს შვილები ჰყავს, თუმცა სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, მას და მის მეუღლეს ჰყავთ ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი, რომლებიც დაიბადნენ 2010, 2013 და 2017 წლებში. 434 3-ს მოსწონს
|