x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"დაიჯერეთ კიდევ ამის ოპოზიციონრობის რამე" - ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი

image


ქვეყნის ნომერ პირველი ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრის, სალომე სამადაშვილის "ნაციონალური მოძრაობის" ბოიკოტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მის ოპოზიციონერობას ეჭვქვეშ აყენებს:


"აი ეს საკუთარ თავზე სასწაულად შეყვარებული არსება (ეტყოობა სარკეში არ ჩუხედია) იყო სწორედ ის ვინ შეუძღვა ოპოზიციას პარლამენტში შარლ მიშელის დროშით. დაიჯერეთ კიდევ ამის ოპოზიციონრობის რამე."- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.


სალომე სამადაშვილის თქმით, საქართველოს სახელმწიფო "ნაციონალური მოძრაობის" სრულიად გაუგებარ, დაუგეგმავ პოლიტიკაზე ვერ აეწყობა და ბოიკოტის გამოცხადებაც მისივე თქმით, პარლამენტის მუშაობისთვის არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება:


"ბოიკოტის გამოცხადება პარლამენტის მუშაობისთვის, უბრალოდ არანაირი შედეგის მომტანი არ არის. მათ შორის ჩემთვის უცნაურია, როგორც ჩანს ნაციონალურ მოძრაობაში ამ საკითხზე სხვადასხვა გადაწყვეტილებებს იღებენ სხვადასხვა დღეს იმიტომ, რომ რამდენიმე დღის წინ გვახსოვს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე იმუქრებოდა, რომ არ გავლენ პარლამენტიდან თუ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა და გათავისუფლება არ მოხდა და ახლა როდესაც გუშინ ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პატიმრობაში სააკაშვილი საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენის თვალსაზრისით ამ ბოიკოტს არანაირი შედეგი არ ექნება."- განაცხადა სამადაშვილმა.


ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს. საპარლამენტო საქმიანობა ასევე "სტრატეგია აღმაშენებელმაც" შეწყვიტა. პაატა მანჯგალაძის თქმით, პარტია ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნას ემხრობა.









0
475
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
475