ტენდენციები ყველაზე უცნაური ეროტიული საცვლები AliExpress-დან 2023, 7 თებერვალი, 16:32 არ გეგონოთ აქ საუბარი იყოს უკვე ყბადაღებულ რუბრიკაზე "მოლოდინი vs. რეალობა ან რა გამოვიწერე და რა ჩამომომივიდა“, რადგან ეს ორიგინალი საცვლები განსაკუთრებული ყურადღების ღირსია, თუ რატომ თქვენ თვითონვე მიხვდებით. გგონია, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერი ნახე? გინახავთ შარვალი ორი კაცისთვის ოთხი ტოტით? თუ თქვენი ოცნება იყო რომ ძუძუს კერტებზე მკვდარი ვარდისფერი ზაზუნა გეგრძნოთ, ეს ბალიშები მაშინ თქვენთვისაა. ამ შემთხვევაში, თქვენ თვითონაც შეგიძლიათ შექმნათ ეს სამოსი: ყელამდე აქაჩეთ დიდი ზომის კოლგოტი, ამოჭერით ხვრელები "სტრატეგიულ" ადგილებში და ოპა! -სექსი ხარ. გადაწყვიტეთ თქვენი ბოიფრენდისთვის ბაფთიანი სიურპრიზი გაგეკეთებინათ? თუმცა ფრთხილად იყავით, ძალიან არ გაკვანძოთ. ეს სექსუალური კაბა თითქოს იმ კარადაში იყო დარჩენილი, სადაც პერფექციონისტი ჩრჩილი იჯდა, რომელმაც იდეალურად ამოჭამა ნახვრეტები. ისე, ფოჩიანი ამ სეზონში ტენდენციაშია. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ასეთი სექსი სამოსი სახელწოდებით "ფარდა მკითხავის სალონში". შუა გზაზე მიტოვებულ ნაქსოვის შთაბეჭდილებას სტოვებს, ან მეტი რაღა საჭიროა? სუპერ სექს-სამოსია. ჩვენ ვხედავთ სამპუნქტიან ეროტიულ კოსტუმს, თუმცა თუ დავაკვირდებით მგონი ზონარდაგრძელებული პირბადეებია გამოყენებული. ესეც კიდევ ერთი "ფოჩებიანი კანფეტი" 219 2-ს მოსწონს
|