სხვა "დიახ, ვხედავ, დაიმახსოვრეთ!"- რა სკანდალურ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს ლელა კაკულია 2023, 7 თებერვალი, 14:39
სოცილურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც თითქოს საქართველოში 9 თებერვალს დილის საათებში მიწისძვრაა მოსალოდნელი ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და აცხადებს რომ ქვეყანას გამანადგურებელი მიწისვრა არ ელოდება. ლელა კაკულიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"მეგობრებო,
სოციალური ქსელებით გავრცელდა ინფორმაცია (უკვე მერამდენედ!) რომ საქართველოში ძლიერი, დამანგრეველი მიწისძვრაა მოსალოდნელი. ამასთან ამ „პროგნოზის“ ავტორი იქვე კონკრეტულ თარიღსა და რყევების სიძლიერესაც ასახელებს.
ინფორმაცია ბევრმა ადამიანმა ირწმუნა და კიდეც დაშინდა. ეს ალბათ ის ხალხია, ვინც არ იცის, რომ დღეისათვის მიწისძვრების წინასწარ პროგნოზირება მეცნიერებას არ ძალუძს!!! საამისო მექანიზმები უბრალოდ არ არსებობს.
თანაც ამ ადამიანებმა, როგორც ჩანს, არც ის იციან, რას წინასწარმეტყველებს ქალბატონი ლელა საქართველოში მოსალოდნელ მიწისძვრებზე.
ქვემოთ სწორედ ამ ჩანაწერებს შეგახსენებთ.
1999 წელი, 9 თებერვალი
თბილისში დამანგრეველი მიწისძვრა არ იქნება; პატარა ბიძგები კი, მაგრამ 8-10 ბალი – არასდროს!
წინასწარ არავის ძალუძს (არც აპარატურას) განსაზღვროს დრო და ადგილი მიწისძვრისა — ასეთი რამ არ არსებობს. მე კი მაქვს ასპროცენტიანი წინასწარი ხედვები, რომლებიც რეალურადაც სრულდება, მაგრამ დროს არ ვხედავ და არც ვასახელებ.
ეს არის დივერსია, მორალური ზემოქმედება, მასების ფსიქოზი. ჯერ იყო და აცხადებდნენ, რომ შენობაში ბომბია – ხან აქ, ხან იქ, მაგრამ მერე არენა ეცოტავათ და ფართო მასშტაბიანი ფსიქოლოგიური ზემოქმედება დაიწყეს. ეს ბლეფია!
კიდევ ელოდეთ ცრუ ინფორმაციებს.
1999 წელი, 10 თებერვალი
როდესაც მიწისძვრას ვხედავდი, რა თქმა უნდა, თან ვწერდი და საშინელი სურათები მეხატებოდა. ვხედავი, ანძა როგორ გადმოვარდა. შიშით შევკივლე, მერე კი გავიხსენი ენერგიებით – უზარმაზარი, დიდი ენერგიის ნაკადი წამოვიდა კოსმიურ ველში, დავიწყეთ დაცვითი რკალის შეკვრა საქართველოს ირგვლივ. განსაკუთრებით თბილისი ჩავსვით დაცვით ჯვარში. <...>
იწყება მიწისძვრაზე ლაპარაკი, მაგრამ არა ნგრევა, ვინაიდან ეს უარყოფითი ინფორმაცია გადავკეტე. მოვიდა სეტყვა და დახვდა… ქვა კი არა, კლდე!
შეიძლება ეს ინფორმაცია ბევრმა ვერ გააცნობიეროს, მაგრამ ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს — მე ჩემი მისია შევასრულე.
საერთოდ ასეთ თემაზე ლაპარაკი არ მიყვარს, განსაკუთრებით იმაზე, რაც კოსმოსს ეხება, მაგრამ იძულებული ვარ, ერთი პროცენტი მაინც ავხსნა და გადმოვცე, რათა საქართველო გადარჩეს ფსიქოლოგიურ დარტყმას.
ნგრევა კი არ იქნება. დიახ, ვხედავ, საქაrთველოში მიწისძვრა არ იქნება დამანგრეველი, დაიმახსოვრეთ!
2002 წელი, 17 მარტი
საქართველოში, კიდევ ვიმეორებ, არასდროს იქნება დამანგრეველი მიწისძვრა. ვხედავ მხოლოდ პატარ-პატარა ბიძგებს.
2011 წელი, 17 თებერვალი
ნუ შეგეშინდებათ, ქართველებო, მიწისძვრებისა. არის და იქნება პატარა რყევები, მაგრამ დამანგრეველი მიწისძვრა საქართველოს არ აწერია — ეს არასდროს მოხდება. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ.
გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, №80, 2014 წლის იანვარი.
ამ ნომერში ქალბატონმა ლელამ პასუხი გასცა მკითხველის შეკითხვას, რომელიც ასე ჟღერდა:
„ქალბატონო ლელა, გავეცანი ქართველი სეისმოლოგების სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ კავკასიონის ქედის რღვევაა დაწყებული, რაც გამოიწვევს ცხრაბალიან მიწისძვრას; რომ მიწისძვრა დიდ საფრთხეს უქმნის განსაკუთრებით თბილისს, რადგან ძველი თბილისი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია.
მე ჩუღურეთში ვცხოვრობ, ძველ ბინაში და ეს საკითხი ჩემთვის ძლიან აქტუალურია. გთხოვთ მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ გაზეთის ახალ ნომერში დაუსვათ ქალბატონ ლელას კითხვა. წინასწარ გიხდით მადლობას“.
ამ შეკითხვას ქალბატონმა ლელამ ასე უპასუხა:
„დამშვიდდით, დამშვიდით! არანაირი ცხრაბალიანი მიწისძვრა საქართველოში არ მოხდება! იყო და იქნება რყევები, მაგრამ არა დამანგრეველი — ანუ მრავალბალიანი. ძველი შენობების დანგრევას კი მიწისძვრა არც სჭირდება, ცოტა მოზრდილმა სატვირთო მანქანამ რომ გაიაროს ქუჩაზე, ისედაც ჩამოიშლება საძირკვლამდე.
თანაც, ძალიან მაინტერესებს, ვითომ ეს ცხრაბალიანი მიწისძვრა გამორჩევით ძველს სახლებს რატომ გაანადგურებს? ასე ძლიერ რომ შეტორტმანდეს მიწა, ხომ მოსრა მთელი ქალაქი — ძველიცა და ახალიც?! ეს არ მოხდება არავითარ შემთხვევაში — გაიგონეთ და დაიჯერეთ!
ასე რომ, ნუ იღელვებთ და ნუ შეშინდებით. საქართველოსა და თბილისს კოლოსალური კოსმიური ენერგია იცავს"- ვკითხულობთ ლელა კაკულიას პოსტში.
|