x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
გამაოგნებელი და დაუჯერებელი ფაქტები ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური აფეთქებების შესახებ

მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი თავია. მოწინააღმდეგეები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ომში გამარჯვება მოეპოვებინათ. ამის მისაღწევად ისინი გამუდმებით ზრდიდნენ და ხვეწდნენ საბრძოლო ტექნოლოგიებს, რაც საყოველთაო მოსპობის იარაღის, ატომური ბომბის შექმნით დაგვირგვინდა, რომლის დამამგრეველი ძალა კაცობრიობის ისტორიაში პირველად იაპონური ქალაქების, ჰიროსიმასა და ნაგასაკის მოსახლეობამ იწვნია. ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან განხორციელებული ბირთვული იერიშების შედეგად ორივე ეს ქალაქი ნანგრევებად იქცა. ამ სტატიაში ჩვენ შევეცადეთ, ჰიროსიმასა და ნაგასაკის შესახებ ყველაზე საინტერესო ფაქტებისთვის თავი მოგვეყარა, რომელთა დიდი ნაწილი მართლაც სრულიად გამაოგნებელია.


ომი


1. 1945 წლის დასასრულამდე ატომური თავდასხმის შედეგად ჰიროსიმაში 140 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. ეს იმჟამინდელი ჰიროსიმას მოსახლეობის 40 % იყო.


2. ცეცხლოვანი ბურთის დიამეტრი, რომელიც ჰიროსიმას ატომური აფეთქების შედეგად გაჩნდა, 370 მეტრს უდრიდა, ხოლო მისი ზედაპირის ტემპერატურა - 6000 გრადუსს.



3. აფეთქების ეპიცენტრიდან 2 კილომეტრის მოშორებით იდგა გინკგოს ექვსი ხე, რომლებმაც კატასტროფის შედეგად აალება განიცადეს, თუმცა რამდენიმე წელიწადში ისევ შეიფოთლნენ. ისინი ერთადერთ მცენარეებს წარმოადგენენ, რომლებმაც აფეთქებას გაუძლეს. ყველა მათგანი დღემდე ხარობს და მათი პოვნა ჰოუზენბოუს ტაძრის სიახლოვეს არის შესაძლებელი.


4. თავდაპირველად ამერიკელები კიოტოზე აპირებდნენ თავდასხმას, მაგრამ იმის გამო, რომ სამხედრო მინისტრ ჰენრი ლ. სტიმსონს აღნიშნულ ქალაქში თაფლობის თვე ჰქონდა გატარებული, დასაბომბ ქალაქებად ჰოროსიმა და ნაგასაკი შეირჩა.


5. 66 მილიონი წლის წინ 10-15 კილომეტრის რადიუსის მქონე ასტეროიდი იუკატანის ნახევარკუნძულს შეეჯახა, სადაც იმ პერიოდში მეჩხერი ზღვა იყო. აღნიშნულ შეჯახებას ჰიროსიმაში მომხდარ აფეთქებასთან შედარებით 200 მილიონჯერ მეტი სიმძლავრე ჰქონდა, რამაც იმ დროისათვის არსებული მცენარეების და ცხოველების 75 %-ის განადგურება გამოიწვია.


6. ცუტომუ იამაგუჩი ოფიციალურად ერთადერთი ადამიანია, რომელმაც ორ ატომურ აფეთქებას გაუძლო. ის ჰიროსიმაში მუშაობდა, როცა პირველი ატომური ბომბი ქალაქის თავზე აფეთქდა. როცა ცუტომუ მძიმე დაზიანებების მიუხედავად ნაგასაკიში მდებარე საკუთარ სახლში დაბრუნდა, მეორე ბომბი ახლა ნაგასაკის დაეცა. ამის მიუხედავად ცუტომუ იანაგუჩიმ ღრმა სიბერემდე იცოცხლა და 2010 წელს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.


7. ამერიკა იაპონიაზე მესამე ატომურ იერიშსაც ამზადებდა, მაგრამ საბედნიეროდ იაპონიამ კაპიტულაცია დროზე გამოაცხადა.


8. ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ბევრი ადამიანი დაიღუპა არა ატომური აფეთქების შედეგად გამოწვეული წარმოუდგენელი წნევის და სიცხის, არამედ უჰაერობის შედეგად. ისინი ჟანგბადის ნაკლებობისგან დაიხრჩვნენ, რადგან აფეთქებამ ირგვლივ მთელი ჟანგბადი შთანთქა.


ომი


9. აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე იაპონურმა რადარებმა დააფიქსირეს ორი ამერიკული თვითმფრინავი, თუმცა მათი რაოდენობიდან გამომდინარე ისინი საფრთხედ ვერ აღიქვეს, რის გამოც არანაირი საწინაღმდეგო ზომა არ მიიღეს. არადა, ამ ორიდან ერთ-ერთი თვითმფრინავი იყო Enola Gay, რომელზეც ატომური ბომბი იყო მოთავსებული.


10. ჰიროსიმაში მომხდარი აფეთქების რამდენიმე გადარჩენილს ამოუხსნელი ფენომენი დაუფიქსირდა. დასხივების დიდი დოზის გამო მათი ფრჩხილები შავი ფერის გახდა და როცა ეს ადამიანები ფრჩხილებს იჭრიდნენ, სისხლი სდიოდათ.

1
793
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
793
  
2023, 10 თებერვალი, 23:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1