x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
იტალიიდან გაქცეული მაფიოზი 17 წლის შემდეგ იპოვეს საფრანგეთში, მას შემდეგ, რაც ადგილობრივ გაზეთში ტრაბახობდა თავისი კულინარიული უნარებით
image

საფრანგეთში, პიცერიაში იპოვეს მაფიოზი, რომელიც 17 წლის განმავლობაში ორი ძმის ცემით მოკვლის გამო იმალებოდა.


63 წლის ედგარდო გრეკო ინტერპოლმა მას შემდეგ დაიჭირა, რაც გაზეთ Saint-Étienne-თან ინტერვიუში თავის ორიგინალი იტალიური რეცეპტებით ტრაბახობდა.


"განგსტერი ნდრანგეტი", რომელიც ცნობილია როგორც "ციხის მკვლელი", 2014 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთის ქალაქ სენტ-ეტიენში, მას შემდეგ, როცა 2006 წელს კალაბრიაში ორი ძმის მკვლელობისთვის მასზე დაკავების ორდერი გაიცა.



ძმები, სტეფანო და ჯუზეპე ბარტოლომეო 1991 წელს თევზის მოვაჭრეებთან შეიტყუეს და სასტიკად სცემეს არმატურით, შემდეგ კი მათი გვამები მჟავაში ჩადეს, რათა უკვალოდ გაქრალიყვნენ.


საფრანგეთში, ლიონში დაფუძნებულმა საერთაშორისო ორგანიზაცია ინტერპოლმა განაცხადა, რომ მკვლელობები "მაფიის ომის" ნაწილი იყო, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისი იტალიაში ხდებოდა.



მისი პერნა-პრანოს კლანი დაკავშირებული იყო მკვლელობების სერიასთან, როდესაც ის 1990-იან წლებში კალაბრიაში ბატონობისთვის იბრძოდა.


ედგარდო გრეკომ, რომელიც ბანკის ძარცვისთვის იყო დაპატიმრებული, მეტსახელი მას შემდეგ მიიღო, რაც 1980-იან წლებში ციხეში მტრის დაჭრა სცადა.


შემდეგ იყო ორი ძმის მკვლელობა, სანამ დაიჭერდნენ, მანამდე მოასწრო და გაუჩინარდა... ამის შემდეგ საფრანგეთში პაოლო დიმიტრიოს სახელით გამოჩნდა.


მან თავდაპირველად ლიონში შეფ-მზარეულად დაიწყო მუშაობა, გახსნა საკუთარი რესტორანიც, შემდეგ კი 2014 წელს სენტ-ეტიენში გადავიდა.


გამომძიებლები მას მისი თანამზრახველების მეშვეობით ეძებდნენ, თუმცა გრეკომ ყურადღება არ მიაქცია ამას, სიფრთხილე დაკარაგა და პიცის დამზადების გამოცდილების შესახებ ინტერვიუც კი მისცა ადგილობრივ გაზეთ Le Progres-ს.



სტატიაში ნათქვამი იყო: ”იტალიის პატარა კუთხე ახლახან დასახლდა პუენტ კადეტის ქუჩის 19-ში.სწორედ აქ გადაწყვიტა პაოლო დიმიტრიომ ოცნების ასრულება: „შეექმნა დახვეწილი იტალიური სამზარეულო მხოლოდ ახალი და საოჯახო ინგრედიენტების გამოყენებით“.

image

იტალიის კარაბინერის პოლიციის წევრმა აგატინო სავერიო სპოტომ თქვა: „მისი კულინარიისადმი გატაცება იყო ერთ-ერთი ელემენტი, რომელმაც იგი გასცა“.


"ნდრანგეტა", რომელიც დაფუძნებულია იტალიაში არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კოკაინის მოვაჭრე და განიხილება, როგორც ყველაზე დიდი საფრთხედ ორგანიზებული დანაშაულის სინდიკატებს შორის.


ბოლო წლებში ნდრანგეტას განგსტერები დააკავეს მთელ ევროპაში და ბრაზილიაშიც კი.

0
181
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0