მუსიკა "დიახ, შენ უნიჭიერესმა გოგომ, ეროვნებით სომეხმა, რომელსაც საოცარი გენი და სისხლი გაქვს, გახდი საქართველოს ხმა 2023" - ირუ ხეჩანოვის დედა 2023, 5 თებერვალი, 17:31 პროექტ "ვოისის" გამარჯვებულის, ირუ ხეჩანოვის დედა მაკა ელბაქიძე სოციალურ ქსელში საკუთარ ქალიშვილს მიმართავს და ამასთანავე ოპონენტებს პასუხობს: "დე Iru Khechanovi • ირუ ხეჩანოვი მიყვარხარ ძალიან უზომოდ მეამაყები დე; შენ ხარ ძალიან თბილი, ტკბილი, მხიარული, სიცოცხლით სავსე, მოსიყვარულე და ერთგული ადამიანი ქვეყანაზე შენ ხარ ნიჭიერების და წარმატების ვარსკვლავი, ზეიმი; უბედნიერესები ვართ ჩვენი დიდი ოჯახი შენი გამარჯვებით და შენი სიძლიერით ერთი წამი არ იდარდო არაფერზე, არ მოუსმინო და არც კი წაიკითხო ამდენი ბოროტი და არშემდგარი ადამიანების ნაჯღაპნი, ასეთივე ადამიანების (კიდევ კარგი რომ არც ისე ბევრნი არიან) არასოდეს არ უხარიათ ვინმეს წარმატება, წინსვლა, გამარჯვება, ამას ცხოვრება დროდადრო უფრო დაგანახებს და შენ ეს უნდა შეძლო, იმიტომ რომ ძალიან რთული პროფესია და გზა აირჩიე. დიახ შენ უნიჭიერესმა გოგომ, ეროვნებით სომეხმა, რომელსაც საოცარი გენი და სისხლი გაქვს, საოცარი წინაპრების შთამომავალმა, რისი ნათელი მაგალითიც შენი ბაბუა, მამა და თავად შენ ხარ, გახდი საქართველოს ხმა 2023; გილოცავ დეეე....ძალიან ამაყი ვართ ჩვენი დიდი ოჯახი, ჩვენი უზარმაზარი ნაცნობ-სამეგობრო არ შემიძლია უდიდესი მადლობა არ გადავუხადო.შენს მენტორს დავით ფორჩხიძეს ბევრი კარგი პროფესიული რჩევებისთვის. P.S.კიდევ კარგი პროექტის ბოლოს, გამარჯვების შემდეგ მაინც გამაცანი ეს ადამიანიდა შენს უპროფესიონალეს პროდიუსერს ბავშვობიდან გიგა კუხიანიძეს Giga Kukhianidze მის სასწაულ გუნდს, მარიკა ქურდუბაძეს Marika Kurdubadze (დიზაინერს), მაკა დავითაიას Maka Davitaia (ვოკალის პედაგოგს), გიორგი ტორიაშვილს Giorgi Toriashvili (ქორეოგრაფს), რომლებიც მთელი თავისი ძალებით და არსებით შენს გვერდით არიან ბავშვობიდანასევე იყო ამ პროექტშიც და მჯერა რომ სულ ასეც იქნებაშენს ძალიან მაგარ მეგობარს გიორგი ბურჯანაძეს Giorgi Burjanadze სომხურ დიასპორასსასწაული გააკეთეს ამ ადამიანებმა Mikhail Tarakhchev დიდი მადლობა ევროვიზიის ფანებს, რომლებიც ასევე სულ შენს გვერდით იდგნენ და გამხნევებდნენ და შენს დიდ სამეგობროს და სანაცნობოს, რომლებიც დაუღალავად გიკომენტარებდნენ, აზიარებდნენ და გირეკავდნენ პროექტის განმავლობაში'' - წერს მაკა ელბაქიძე.
257 2-ს მოსწონს
|