საქართველო “შენი უ@რაკო და უქარქაშო დედაც….” - ვის მიმართავს ლალი მოროშკინა 2023, 5 თებერვალი, 10:07 ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა პარლამენტის წევრის, გუბაზ სანიკიძის ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:"ქართველს უთხრა,უკრაინელებს ამოვაწყვეტინებთქვენ თავსო?ყოველთვის ვიკავებდი თავსპერსონიფიცირებისგან.აი ახლა კი შენიუნამუსო,უსამშობლო,უდონო,უმორალო,უ@რაკო დაუქარქაშოდედაც…."- ვკითხულობთ მოროშკინას ფეისბუქპოსტში.ცნობისთვის, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში ჩართვისას გუბაზ სანიკიძემ განაცხადა რომ ქვეყანაში ომის დაწყების შემთხვევაში უკრაინაში მებრძოლი რამდენიმე ათასი ქართველი მეორე დღესვე აქ გაჩნდება და მთელი ცივილიზებული სამყაროს სახითაც დამხმარე გვეყოლება:"მე ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, იმიტომ რომ ბევრი ვიცი და ბევრ ადამიანთან მილაპარაკია, მეომრებთან მილაპარაკია, ვეტერანებთან, აფხაზეთის ცხინვალის, აქ ბევრი ვაპირებთ ომს და მოგექცევით ისე, როგორც მოვექცევით შემოჭრილ რუსებს აქ, უარესად, გაიგეთ ეს, გაუფრთხილდით საკუთარ თავს, ფიზიკურად, სინდისი და ნამუსი რომ არ გაგაჩნიათ, გავიგე, ზნედაცემული ხალხი ხართ, გავიგე, მაგრამ ვირთხის ინსტინქტები ხომ გაქვთ?მოგექცევით ისე, როგორც ექცევიან უკრაინაში კოლაბორანტებს, მეტი რა გითხრათ, ამ ქვეყანას არ დავთმობთ, ამ ქვეყანას ამ ერის უმრავლესობა არ დათმობს, ქართული ემიგრაცია არ დათმობს. თქვენ რა გგონიათ, უკრაინაში რამდენიმე ათასი ქართველი რომ იბრძვის, მეორე დღესვე აქ გაჩნდებიან და დამხმარეც გვეყოლება, მთელი ცივილიზებული სამყარო, სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს"- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.394 შეფასება არ არის |