x
image
თუთიკო ბერძენა
რატომ არ უნდა შეიღებოთ ჭაღარა თმა - ჭაღარას დიდი და რეალური ეფექტი
ჯეკ მარტინი ამერიკელი სტილისტია, რომელსაც შეუძლია აჩვენოს ჭაღარა თმის სილამაზე და სიმტკიცე.

image

ცნობილი კოლორისტი თვლის, რომ ბუნებრივი ფერის თმის ტარება სოციალური ბორკილებისაგან თავის დაღწევის საშუალებაა.

image

დღეს ახალგაზრდებშიც კი მოდური გახდა ჭაღარასფერი თმები, რისთვისაც სპეციალურად იუფერულებენ თმას და შემდეგ ნაცრისფრად იღებავენ. ჭაღარა ქალბატონები კი მოდის ტენდენციის მიუხედავად, მაინც იფერავენ წაღარა თმებს. ეს ალბათ იმიტომ, რომ მათთვის ჭაღარა სიბერის ზარად აღიქმება, ხოლო ახალგაზრდებმა ისედაც იციან, რომ ახალგაზრდები არიან.



image
ამასთან, ახალგაზრდებში ხელოვნურ ჭაღარას თან არ ერთვის ნაოჭების მთელი ბადე სახეზე და ეს მათ არ აძლევს დაბერებული ქალბატონის იერ-სახეს. ასაკოვან ადამიანებს კი ჭაღარა თითქოს კიდევ უფრო აბერებთ.

image


დიდხანს რომ იცოცხლო, უნდა დაბერდე! სიბერე საჩუქარია! ერტადერთი კი, რითაც უდროოს სიკვდილი აჯილდოვებს ადამიანს, მარადიული ახალგაზრდობაა...

image

ვისაც საკუთარი ჭაღარა აღიზიანებს, მათ უნდა იცოდნენ, რომ თმის ფოლიკულები მცირე რაოდენობით წყალბადის ზეჟანგს აწარმოებს. მაგრამ დაგროვების შემთხვევაში, იგი თმას აუფერულებს. ამგვარ დარღვევას მკურნალობენ ულტრაიისფერი აქტივირებული ნაზავით. მას ასევე იყენებენ კანის პიგმენტაციის დარღვევის დროსაც.

image

მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ ვიტამინ D3-ის ნაკლებობა იწვევს მელანინის დაკარგვას. იგივე ხდება ვიტამინ B12-ის ნაკლებობის დროსაც. (ნივთიერება, რომელიც პასუხისმგებელია კანისა და თმის შეფერილობაზე. ზოგჯერ, იმისათვის, რომ გაჭაღარავება შევაჩეროთ, საკმარისია ბალანსირებულ კვებაზე გადასვლა ან ამ ვიტამინების მიღება (ზომიერად).

image

1
503
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
503
  
2023, 4 თებერვალი, 23:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1