x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
8 ფილმი ყველაზე პროვოკაციული სცენებით

image


კინო ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის სწორედ იმიტომ გაჩნდა რომ ადამიანების ძლიერი ემოციების მოთხოვნილება დააკმაყოფილოს. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელი ფილმში მომხდარ მოვლენებს თვალს გვერდიდან ადევნებს, რეჟისორისა და გადამღები ჯგუფის ეფექტური მუშაობის წყალობით მას შეუძლია გონებრივად მოვლენების ეპიცენტრში გადაინაცვლოს და მთავარ მოქმედ გმირებსაც შეძლებისდაგვარად უთანაგრძოს. ამით სარგებლობენ ფილმის შემქნელებიც, როდესაც სცენარს უმცირესს დეტალებამდე ამუშავებენ, და თუკი ზოგიერთი მათგანი ჩვენში მხოლოდ სასიამოვნო ემოციას ბადებს, ზოგი ფილმი ნახვის შემდეგ მარტო უსიამოვნო განცდას გვიტოვებს. დღეს, სწორედ იმ პროვოკაციულ კინონამუშევრებზე ვისაუბრებთ, რომლებმაც კინომოყვარულთა შორის დიდი აღშფოთება და ვნებათაღელვა გამოიწვია.



"სამეფო კარის თამაშები"


image


ეს სერიალი სავსეა სისხლიანი და ძალადობრივი სცენებით. უკვე პირველი ეპიზოდებიდანვე ირკვევა, რომ მშობლებმა ტელევიზორს რაც შეიძლება შორს უნდა მოაცილონ ბავშვები, თუმცა მაყურებელი განსაკუთრებით მაინც სანსა სტარკისა და რემზი ბოლტონის პირველი საქორწინო ღამის სცენამ აღაშფოთა.



"ძირითადი ინსტინქტი"


image


დაკითხვის სცენის ეპიზოდი მაყურებელთა შორის კვლავ განხილვის თემად რჩება, თუმცა როგორც თავად მსახიობი ამტკიცებს, ის უხეშად მოატყუეს. შერონ სტოუნის თქმით, რეჟისორმა პირობა მისცა, რომ ის ფეხების ერთმანეთზე გადადების ეპიზოდს ფინალურ ვერსიაში არ ჩასვამდა, თუმცა სიტყვა არ შეასრულა.




"რიგითი რაიანის გადასარჩენად"


image


სამხედრო დრამაში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შესახებ მოგვითხრობს ყველაზე ამაღელვებელი და მძიმე სცენა სწორედ სტენლი მელიშის სიკვდილია. რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა ჯარისკაცის სიკვდილის მომენტი იმდენად გაწელა, რომ ფილმის ყურებისას ერთი სული გაქვს ეს დაუსრულებელი სულისშემძვრელი სცენა რაც შეიძლება მალე გადაახვიო.




"მექანიკური ფორთოხალი"


image


ენტონი ბერჯესის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაღებული სტენლი კუბრიკის ფილმში სისასტიკის სცენების სიუხვემ რელიგიურ ადამიანებში აღშფოთების სერიოზული ტალღა გამოიწვია. განსაკუთრებული კრიტიკა კი მწერლის სახლში განვითარებულ ძალადობის სცენას მოჰყვა, რამაც დიდ ბრიტანეთში დანაშაულის ტალღაც კი ააგორა.




"127 საათი"


image


რეჟისორ დენი ბოილის 2010 წელს გადაღებული სათავგადასავლო ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული და ის ალპინისტ აარონ რალსტონზე მოგვითხრობს, რომელიც საკმაოდ ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოჩნდება, საიდანაც თავის დაღწევას ყველა საშუალებით ცდილობს. მისი ტანჯვა იმდენად რეალისტურია, რომ შეუძლებელია მას არ უთანაგრძნო, მაგრამ ფილმში ყველაზე რთული სცენა მაინც გადარჩენისთვის საკუთარი ხელის მოჭრის პროცესია, რომელსაც დარწმუნებული ვარ თავიდან ბოლომდე ბევრმა ვერ უყურა. წარმოგიდგენიათ რა განიცადა რეალურად ადამიანმა რომელმაც ყოველივე ეს საკუთარ თავზე გამოსცადა?




"კუზიანი მთა"


image


ერთსქესიანთა სიყვარულის შესახებ ფილმები აქამდეც არაერთი იქნა გადაღებული, თუმცა მათში ეს საკითხი ისე "გულმოდგინედ" არ იყო დასმული, როგორც ენგ ლის 2005 წელს გადაღებულ ფილმ "კუზიან მთაშია". მაყურებელმა კარავში განვითარებულ ინტიმურ სცენას ზედმეტად რეალისტური უწოდა, რაც საბოლოოდ, ბევრის აღშფოთების მიზეზადაც იქცა.




"ოცნების რექვიემი"


image


რეჟისორ დარენ არონოფსკის ფსიქოლოგიური დრამა, რომელიც ოთხი ნარკოდამოკიდებული ადამიანის ისტორიაზე მოგვითხობს - კინოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა მის მეორედ ნახვას, განსაკუთრებით კი ფინალური კადრებისას, ვფიქრობ ყველა ვერ შეძლებს.




"უკანასკნელი ტანგო პარიზში"


image


ამ ეროტიკულ დრამაში ძალადობის სცენამ შოკში ისინიც კი ჩააგდო, ვინც ეკრანზე მსგავსი სანახაობის მიმართ კარგი ამტანობით გამოირჩეოდა. ცნობილი იტალიელი კინორეჟისორის, ბერნარდო ბერტოლუჩის 1972 წელს გადაღებული ეს ნამუშევარი მეტისმეტად რეალისტური გამოვიდა. თავად მსახიობებმაც კი აღიარეს რომ ფილმში გადაღება მათთვის ნამდვილი მორალური წამება იყო.





0
403
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
403