x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ისტორიული ფოტოები, რომლებიც სამყაროზე თქვენს შეხედულებას შეცვლის

image


თქვენ წინაშეა ისტორიული კადრების მორიგი სერია, რომლის წყალობითაც უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ ჩაუღრმავდეთ წარსულის ეპოქის ატმოსფეროს და გაიხსენოთ ის ისტორიად ქცეული იშვიათი კადრები, რომელიც აღარასდროს განმეორდება.



ლონდონის მეტროს ცენტრალური ხაზის შექმნა, 1898 წელი


image


ლონდონის მეტროს შესახებ მილიონობით საინტერესო ფაქტი არსებობს, თუმცა ეს ფოტო იმის შესახებ მოგვითხრობს მე-19 საუკუნეში თუ რა საინჟინრო მიღწევებს წარმოადგენდა უზარმაზარი მიწისქვეშა ობიექტების მშენებლობის პროცესი.




ჩინელი კაცი, რომელიც კანგეში დამნაშავეს კვებავს, 1905 წელი


image


კანგე - დასახლებული პუნქტის სახელი არ გეგონოთ, ასე ჰქვია კრიმინალის კისერზე შებმულ მოწყობილობას, რომელიც აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში დამნაშავეების დასასჯელად გამოიყენებოდა. სიტყვა "კანგე" ფრანგული წარმოშობისაა და "დაღს" ნიშნავს. კისერზე ჩამოცმული დაფების ზომა და წონა დანაშაულის სიმძიმეზე იყო დამოკიდებული, წარწერები კი იმაზე მეტყველებდა თუ რისთვის ისჯებოდა ადამიანი. ზოგიერთი კანგე ისეთი დიდი ზომის იყო რომ დამნაშავე გამვლელების დახმარების გარეშე პირსაც კი ვერ სწვდებოდა, შესაბამისად, ვერც მათი დახმარების გარეშე იკვებებოდა. ზოგჯერ ისინი შიმშილითაც კი იღუპებოდნენ





ქალი ნიუ-იორკში ტაქს აჩერებს, 1956 წელი


image


ამ ფოტოს უკან მართალია არანაირი საინტერესო ამბავი არ იმალება, თუმცა ფოტო აშკარად კოლორიტული და საინტერესოა...




ქალთა ორგანიზაციის დელტა-დელტა-დელტას დები, ტეხასის უნივერსიტეტი, 1944 წელი

image

როგორც ირკვევა, აშშ-ს უნივერსიტეტებში არა მხოლოდ მამაკაცების საძმო არსებობდა. სხვათა შორის, როგორც თავადაც შეგიძლიათ იხილოთ იატაკზე მჯდომ გოგონას სხვა თემის მაისური აცვია, რომლის სახელიც სიგმათი იწყება.





ლაინერ "მავრიტანიას" წყალში გაშვება, 1906 წლის 20 სექტემბერი


image


იმ დროს "მავრიტანია" მსოფლიოში ყველაზე დიდი და სწრაფმავალი გემი იყო. მოიპოვა რა პირველი მოგზაურობის დროს (1907 წელს) ყველაზე სწრაფი ტრანსატლანტიკური გადაკვეთისთვის ლურჯი ლენტი, "მავრიტანია" კიდევ 22 წლის განმავლობაში წარმატებით ინარჩუნებდა საკუთარ სტატუსს.





მოდის ჩვენება ნიუ-იორკი-ნიუ ჰევენი-ჰარტფორდის მატარებლის ბორტზე, 1949 წელი


image


იმ პერიოდისთვის ასეთი შოუები ამერიკელებისთვის ჩვეულებრივ მოვლენას არ წარმოადგენდა. თქვენ წინაშე სპეციალური "სადემონსტრაციო" შემადგენლობაა, რომელიც მხოლოდ შოუსთვის იყო მოწყობილი.


image


ერნესტ ჰემინგუეი ხელში კატით თავისი სახლის წინ კუბაში, 1954 წელი. ფოტოგრაფმა ჰანს მალმბერგმა ცნობილი ავტორის ერთ-ერთი უჩვეულო მხარე აჩვენა. როგორც ცნობილია, ჰემინგუეის 57 შინაური ცხოველი ჰყავდა, რომლებიც განსაკუთრებულად უყვარდა.

image



თუ 40-იანი წლების საცირკო შემსრულებელმა ვერ გაგაოცათ, მაშინ სტენლი კუბრიკის წარმოდგენიდან ეს სცენა ნახეთ, მას როგორც წესი ყველაფერი განსხვავებული და უჩვეულო ხიბლავდა.



image



გაიცანით "Reitwagen".-ი პირველი მოტოციკლი მსოფლიოში. ის გოტლიბ დაიმლერმა 1885 წელს გამოიგონა, რომლის კორპუსიც მთლიანად ხისგან იყო დამზადებული.


image



ბრინჯის მინდვრებში მომუშავე ულამაზესი იტალიელი ქალბატონები, რომლებიც ასეთ პირობებშიც კი მომხიბვლელად გამოიყურებიან, 40-იანი წლები.



image


ასე გამოიყურებოდა მსოფლიოში პირველი სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც იმ დროისთვის საკმაოდ კომფორტული იყო.


image



მხიარულება, 1938 წელი








0
471
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
471