ამერიკულმა კომპანიამ Lockheed Martin-მა წარმატებით დაასრულა საბრძოლო ლაზერის გამოცდა, რომლის სიმძლავრე 50kW-ია
კარგა ხანია რაც ამერიკული კომპანია მუშაობდა საბრძოლო დანიშნულების მძლავრ ლაზერზე, რომლის დანიშნულება იქნებოდა გამკლავებოდა ფრთოსან რაკეტებს, დრონებს რომელთა წონა 500 კილოგრამს არ აღემატება.
ცნობილი ტანკსაწინააღმდეგო, მართვადი სარაკეტო კომპლექს "ჯაველინის" მწარმოებელი კომპანია ინტენსიურად ატარებდა უკვე შქმნილი საბრძოლო ლაზერის დახვეწას, გამოცდისას.
ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კორპორაცია "Lockheed Martin"-ა წარმოადგინა მოდუოლი რომელიც ამერიკულ ჯავშანტრანსპორტიორზე "Stryker" მონტაჟდება.
ლაზერი ეფექტურად უმკლავდება დასახულ ამოცანებს მისი სიმძლავრის წყალობით, ლაზერის სიმძლავრე 50kW-ი გახლავთ.
იგეგმება, რომ ლაზერი ინტეგრირებულ იქნას აშშ-ს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაში, ახლო რადიუსის მოქმედ ეფექტურ საშუალებად, სახელწოდებით " DEIMOS".
ლაზერული სისტემის მოდული დამონტაჟდება საბრძოლო მანქანა
"Stryker"-ის ბაზაზე შექმნილ სარაკეტო-ქვემეხებიან თვითმავალ კომპლექსზე "M-SHORAD (Mobile/Maneuver Short Range Air Defense".
რუსებმა თავიანთი სისტემა "პანცირი" შექმნეს სწორედ იმავე დანიშნულებით, რა დანიშნულებითაც შეიქმნა ეს ამერიკული კომპლექსი, მაგრამ მათი შდარება საბრძოლო ლაზერის გარეშეც კი სრული უაზრობა იქნებოდა.
ამერიკული კომპლექსი აღჭურვილია ბევრად მძლავრი და ბევრად ზუსტი შაიარაღებით, რადიოელექტრონული დაზვერვის სისტემაზე აღარაფერი რომ არ ვთქვათ.