სიახლეები ნიუ-იორკელმა ბლოგერმა მამაკაცებთან პაემნებით 15 000 დოლარის ეკონომია გააკეთა 2023, 1 თებერვალი, 18:57 ნიუ-იორკელმა ინფლუენსერმა ვივიან ტუმ გააზიარა მეთოდი, რომელმაც მან გამოიყენა და დაზოგა 15000 დოლარი ბრენდირებული ჩანთის შესაძენად. თუმცა, ეს მეთოდი ყველასთვის მისაღები არ არის. ვივიან ტუმ, გავლენიანმა და პოპულარულმა ბლოგერმა ნიუ-იორკიდან, ისაუბრა ფულის დაზოგვის უჩვეულო მეთოდზე, რომელიც მან თავად მოიფიქრა. იგი ამტკიცებს, რომ ამ მეთოდის წყალობით, 2016-2018 წლებში საერთოდ არ უყიდია სასურსათო პროდუქტები: სამაგიეროდ, პაემანზე დადიოდა, ხვდებოდა მამაკაცებს კაფეში ან რესტორანში და მათ ხარჯზე ვახშმობდა.თუმცა უნდა აღინიშნოს, ზოგიერთმა მის მეთოდს არაეთიკური უწოდა. სოციალური მედიის საკუთარ გვერდზე ვივიანმა დაწერა, რომ როდესაც ის ნიუ-იორკში ცხოვრობდა, გაცნობის აპლიკაციებში სიყვარულს ეძებდა. ფინანსური სირთულეების დროს, მან სწრაფად გააცნობიერა, რომ შეეძლო დაეზოგა თავისი სიმწრით ნაშოვნი ფული გაცნობის საიტიდან ვინმესთან შეხვედით . „მივხვდი, რომ ან უნდა მეხალისა რესტორანში წასვლით და ისიც უფასოდ, ან ჩემი ფული უნდა დამეხარჯა სასურსათო მაღაზიაში საჭმელზე, რომელიც კიდევაც უნდა მომემზადებინა და ალბათ არც ისეთი გემრიელი გამომივიდოდა“, -ამბობს ის. მისი თქმით, სასურსათო მაღაზიაში პროდუქტების ყიდვის ნაცვლად, სადილობდა და ვახშმობდა აპლიკაციით გაცნობილ ბიჭებთან ერთად, რითაც კვირაში 100 დოლარს ზოგავდა. ამ გზით მან სწრაფად შეაგროვა სოლიდური თანხა და შეძლო ახალი Prada-ს ჩანთის შეძენაც კი. ვივიანი იმ დროს წელიწადში დაახლოებით 100 000 დოლარს გამოიმუშავებდა, მაგრამ მისი საყოფაცხოვრებო ხარჯები უკიდურესად მაღალი იყო, რადგან ის მანჰეტენის შუაგულში ცხოვრობდა. თუმცა მას არ მიაჩნია, რომ რაღაც ამორალური ჩაიდინა. „ჩემი აზრით, შეგნებულად გასვლა უფასო სადილზე არ არის კარგი იდეა. თუმცა მე თვითონ მჯერა, რომ შეხვედრა აუიცილებელია, რათა სიყვარული იპოვნოთ" ვივიანის გამომწერების აზრები ორად არიან: ვიღაც მის სვლას გენიალურს უწოდებს, ვიღაცას კი არ მოწონს. ერთ-ერთმა მომხმარებელმა თქვა, რომ ისიც იგივეს აკეთებს. „არ მჯერა, რომ ამას სხვაც აკეთებდა" მან დაწერა. ”ზოგჯერ მთავაზობენ ერთ საღამოს ორჯერ ვაშხმობას!” სხვა მომხმარებელმა დაწერა, რომ ქალი მამაკაცზე უნდა იყოს "უფრო ჭკვიანი და არა ძლიერი", სხვამ მიულოცა მას შესანიშნავი ჩანთის შეძენა. თუმცა, გამომწერების უმეტესობამ დაგმო შემოსავლის ეს უზნეო გზა. 295 3-ს მოსწონს
|