x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"რომ იცოდე, შარლოტა ბევრად შენზე უკეთესია" - რა უპასუხა ნეკა დოროყაშვილმა?
imageმოდელი ნეკა დოროყაშვილი ინსტაგრამზე არც თუ იშვიათად რჩევებს იძლევა და გამომწერებსაც პასუხობს, მათ შორის როგორც აღმოჩნდა ინტრიგის შემცველ კომენტარებსაც.


ერთ-ერთი მომხმარებელი ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს უწერს, რომ მას ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ახლანდელი შეყვარებული, გერმანელი ჩოგბურთელი შარ­ლო­ტა ელე­ნა მას ბევრად სჯობია.


"რომ იცოდე კარლოტა(შარლოტას ნაცვლად)შენზე ბევრად უკეთესია", რაზეც დოროყაშვილმა საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებული პასუხი გასცა, რასაც კომენტარის ავტორი სავარაუდოდ არც მოელოდა:


"იყოს კარგი და უკეთესი, ბედნიერი ამყოფოს ღმერთმა, ყველა ქალი უნდ აიყოს ბედნიერი"



იქვე ნეკა განმარტავს:


"თვითმფრინავში ვარ და უსაქმურობამ შემაწუხა, შენნაირების მესიჯების სანახავად დრო გამომიჩნდა".

image

ორიოდე დღის წინ ნეკა დოროყაშვილმა გამომწერების რამდენიმე საინტერესო კითხვას უპასუხა:



მოძალადე, ფსიქოპათი, ნარცისი მამაკაცის მსხვერპლ ქალებს რას ურჩევდი?


ნეკა:სასწრაფოდ უნდა წახვიდეთ მისგან, სწორედ ნარცისი კაცები ხდებიან ქალზე მოძალადეები, მთელი ცხოვრება თავში რომ უბრაგუნებდნენ და “ჩმორები” იყვნენ. საყვარელი ქალის ჩაგვრით ახდენს საკუთარი ძალების დემონსტრირება.


თუ კაცი პარალელურად სხვას წერს, რა უნდა გავაკეთო, რომ გამოვაფხიზლო?


ნეკა:იყავი თავდაჯერებული და ამაყი! კაცების 90 პროცენტი ვერ იგებს, რატომ მოსწონთ სხვისი ქალი და აღარ მოსწონთ თავისი. ჩააგდე ნოკაუტში, წადი მისგან ძალიან მშვიდად და ის აუცილებლად მობობღდება ისევ, უბრალოდ შენ შეიძლება აღარ მიიღო.


კაცები ზუსტად იმ ქალებს ღალატობენ, როგორებიც ჩვენ ვიყავით წლების წინ, მშვიდი, მეოჯახე, მზრუნველი.


გახდი ის ქალი, რომელზედაც ყველა კაცი იოცნებებდა, ასეთი ქალებისგან კაცები არ მიდიან. ჭკვიანი ქალი თვითონ წყვეტს, როდის დაასრულოს. გახსოვდეს, მსგავს სიტუაციაში ისე უნდა დაშორდე, რომ მთელი ცხოვრება ახსოვდეს. მამაკაცმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რომ მზად ხარ, ნებისმიერ დროს დატოვო მოლაპარაკების მაგიდა და გაფრინდე ახალ ქვეყანაში.


რა არის კაცში ყველაზე სექსუალური?


ნეკა:ოო, ეს ძალიან რთული კითხვაა. ინტელექტი, წვერი, თითები, ხმის ტემბრი, ქარიზმატულობა.. ვერ ვიტან ნარცის კაცებს.
image
1
1121
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1121
  
2023, 2 თებერვალი, 21:21
სემია წიომნი ლესო, რუსები ამბობენ და მართალია... ამ ორის გარდა, არავინ იცის, რეალურად რა ხდებოდა მათ შორის. დანარჩენები მყეფარი სანთლისმჭერები არიან იქითაც და აქეთაც
0 1 1