x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134502
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
„არ შევასრულე მამა გაბრიელის კურთხევა და... ვიგუდებოდი, ჩემს ზემოთ ორი ლანდი ებრძოდა ერთმანეთს" - რას ჰყვება მამა გაბრიელის სულიერი შვილი
მამა გაბრიელი


მამა გაბრიელის სულიერმა შვილმა ოთარ ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „ღამის პრაიმ თაიმი" ერთი ისტორია გაიხსენა, რომელიც წმინდანის კურთხეევის არშესრულებას მოჰყვა.


„ახალი გაცნობილი მყავდა მამა გაბრიელი, მასთან ვარ მისული და მეკითხება - „ჯვარს ხომ ატარებო?" - „კი მეთქი", - ვუთხარი და ვანახე დიდი ოქროს ჯვარი. „კარგიო", - მითხრა. „ხომ ყოველთვის გიკეთიაო?" „ხანდახან ვიხსნი ხოლმე, მამა გაბრიელ", - ვუპასუხე მე. „დღეიდან დაიმახსოვრე, რომ ჯვარი, ყოველთვის, ყველა ადამიანს უნდა ეკეთოს და არ არსებობს დრო, წუთი, წამი, რომ ჯვარი მოიხსნა. სადაც არ უნდა იყო, რასაც არ უნდა აკეთებდე. თუ, შემთხვევით, თავისით მოგწყდება, ეცადე, მალევე შეიძინო, აკურთხებინო და ისევ გაიკეთო" - მითხრა მამა გაბრიელმა.


არ შევასრულე მისი კურთხევა, ჯვარი მოვიხსენი, საწოლთან დავაბრძანე და დავიძინე. მაგრამ, ვაი, იმ დაძინებას. მთელი ოჯახი ფეხზე დადგა. მაღვიძებდნენ, მაგრამ ვერ ვიღვიძებდი. ვიგუდებოდი, ვიხრჩობოდი, გაშეშებული მქონდა ხელები, ფეხები, მთლიანი ტანი. სიზმარი იყო თუ რა, არ ვიცი, მხოლოდ ის მახსოვს, რომ ჩემს ზემოთ ორი ლანდი ებრძოდა ერთმანეთს. მე, თურმე, საზარელ ხმებს გამოვცემდი, რაც არ მახსოვდა, შემდეგ მომიყვნენ. იმ დროს გავახილე თვალი, როცა, ამ ორიდან ერთ-ერთი ლანდი, ასე ვთქვათ, გაიქცა. თვალი რომ გავახილე, გამიკვირდა, რატო იყო ამდენი ხალხი ჩემს გარშემო. ისინი იძახდნენ: - „გადარჩა, გადარჩა". მინდოდა ადგომა, მაგრამ ისეთი გაშეშებული ვიყვი, თითებიც კი ვერ გამიხსნეს. შემდეგ მიხვდი, რომ მამა გაბრიელმა კურთხევა მომცა, მე კიდევ არ შევასრულე.



მამა გაბრიელმა თავისი ძალაც დამანახა. ყოველ დღე მიბარებდა, ხვალ ხომ ჩამოხვალო, მეკითხებოდა და ისე გამოდიოდა, ყოველ დღე მიწევდა მამა გაბრიელთან ჩასვლა. გავიფიქრე, - „არაუშავს, არ ჩამოვალ-თქო". მომიბრუნდა და მითხრა, - „ოთარ, ადამიანმა თუ თვითონ არ მოინდომა, ვერც მე გადავარჩენ და ვერც ქრისტე ღმერთიო", - განაცხადა ოთარ ნიკოლაიშვილმა.


ოთარ ნიკოლაიშვილი მამა გაბრიელის სიცოცხლის ბოლო წუთებში მის გვერდით იყო.


„წყალმანკით იყო ბოლოს დაავადებული. მან წინასწარ იცოდა თავისი გარდაცვალების დღე. „40 წლის ბერი მივდივარ და მე თქვენს სიყვარულს ღმერთს ავუტანო" - იტყოდა ხოლმე. ზუსტად 1995 წელს შეუსრულდა ბერად აღკვეციდან 40 წელი. იმ დღეს მამა გაბრიელთან ვიყავი. ღვთისმშობლის ხატი იყო მის გვერდით დაბრძანებული, ხელი მიადო ხატს და თქვა, - „ამოიღე სული დალოცვილო, უკვე გამზადებული ვარო." საღამოს, მონასტრის კარი უნდა დაკეტილიყო უკვე და მეც დამშვიდობებას ვაპირებდი, საწოლიდან ცოტა გაჭირვებით გადმოწია ხელი, თავზე დამადო და მითხრა - „ღმერთმა სულ მადლში გამყოფოს ოთარ". კი იყო ცუდად, მაგრამ მაინც ვერ ვიფიქრებდი, რომ ეს მისი ბოლო კურთხევა იქნებოდა. კელიაში, მარცხნივ, წმინდა ნიკოლოზის ხატი იყო და სულ იმას უყურებდა გარდაცვალებამდე. ბოლო წუთამდე არ უნდოდა, რომ მოვშორებოდი გვერდიდან. მეუფე და ყველა იქ მყოფი დაითხოვა კელიიდან. სანამ გაპატიოსნებას დავიწყებდით, არქიმანდრიტმა გრიგოლმა დაუხუჭა მას თვალები და როცა შევხედეთ, ისევ ახელილი ჰქონდა. თავს უფლება მივეცი, სიფრთხილით დავადე თვალებზე ხელი, ცოტა ხანს შევყოვნდი და ამის შემდეგ აღარ აუხელია თვალი. ასეთი საჩუქარი და სასწაული მაჩუქა მამა გაბრიელმა. ბოლო დღეები მამსახურა და მადლობა უფალს ამისთვის", - განაცხადა ოთარ ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „ღამის პრაიმ თაიმი".




2
445
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
445
  
2023, 3 თებერვალი, 22:56
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 1 თებერვალი, 23:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2