საქართველო "ეს ბინძურთან ერთად გონებასუსტიცაა.... საჯაროდ ვაგინებ"- ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი 2023, 1 თებერვალი, 16:09
"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და გუშინდელ სკანდალურ პოსტთან დაკავშირებით გაზეთ "ქრონიკა+"- ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის კომენტარის სქრინს აზიარებს:
"ეს ბინძურთან ერთად გონებასუსტიცაა. რა უნდა გამომიქვეყნონ, ყველას საჯაროდ ვაგინებ. დავცინოდი მაგაზე პირიქით - საჯაროდ, გამჭვირვალედ აკეთეთ და გამოქვეყნების არ შეგეშინდებათ მეთქი (როცა ქვეყნდებოდა ხოლმე რაღაც საუბრები)"- წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა რომ ფარული ჩანაწერი რომელიც "ენმ"-ეს ყოფილ თავმჯდომარეს ნიკა მელიას ცოტა ხნის წინ გაუვრცელეს, 2016 წლისაა და მათი მეგობრული ჩეთიდან არის გავრცელებული. თამარ ჩერგოლეიშვილის ვრცელ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"სანამ არჩევნები მორჩებოდა, არ მინდოდა ჩარევა, ან რომელიმე მხარის სასარგებლოდ მოქმედება – ხომ ვთქვი, მინდოდა ყველას წაეგო და ასეც მოხდა იდეაში.
ახლა როცა მორჩა, გეტყვით, რომ მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა და ჩვენი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული
ამ ჩეთში ვიყავით მე, გიგა, უგულავა
(ციხიდან გამოსვლის მერე და არა ვოისების მომენტში), კეზერაშვილი, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, ლევან თარხნიშვილი, მელია და გვარამია (რომელიც მაგ ვოისების ჩაყრის მომენტში უკვე გასული იყო, უკვე კონფლიქტი გვქონდა მიშას დოზებზე ეთერში – ვერ ვაგებინებდით, რომ დამღუპველია).
მელია ბოლო მომენტამდე მესიანიზმის მოწინააღმდეგეთა, ანუ ჩვენს ბანაკში იყო და ვოისებად ჩაგვიყარა ჩეთში მიშასთან ლაპარაკის შინაარსი (რაც მოისმინეთ).
რომ გადახტა და მიშას მოღალატეები ხართო, კივილი დაიწყო – ვიცინოდით მერე ამ ვოისებზე.
მაშინაც იყო აზრი, რომ გამოქვეყნებულიყო, ოღონდ არა ფარულად, არამედ ღიად – როდის იყავი მართალი? როცა მიშას აგინებდი, თუ როცა ჩვენ მოღალატეებს გვიძახი? – ამ კითხვით.
მაგრამ გიგა კატეგორიულ უარზე წავიდა და არ დაუშვა – პირადის გამოქვეყნებას სადაც მე ვარ, არ ვიკადრებთო.
ფარულად გამოქვეყნებას ვერც გაუბედავდნენ (უნდოდათ).
ხოდა ახლა გათავისუფლდნენ გიგას მორალური მარწუხებისგან და ყველაფერი იკადრეს (ამიტომაც წევდნენ პოლიტიკიდან – ყველაფრის კადრებაში უშლიდა ხელს).
ანუ კეზერაშვილის, უგულავას, თარგამაძის, მაჩვის და მათი გაბაზრებულია და როგორც ნდობით აღჭურვილ პირებს, ისე ჩაუგდო.
ამის მერე ამ ადამიანებმა მელია ლიდერად ამოარჩიეს და 2021 წლის არჩევნებში მის შტაბში ბზრიალებდნენ – გამორჩენის მიზნით.
როცა აღარ დააკმაყოფილა ფულის ტომარა მელიამ სათამაშოდ, ადგნენ და პირადი ვოისები გამოუქვეყნეს.
ასეთი სამარცხვინოები არიან.
უარესები იქნებიან ძალაუფლებას თუ მიაკარე – ღირსებისგან დაცლილები არიან, ამდენმა მარცხმა სულ გამოათაყვანა მორალურად.
მოკლედ, მარცხის დროს უნდა გაიცნო ადამიანები – მანდ ყველაზე კარგად ავლენენ თავებს."- ვკითხულობთ "ტაბულას" დამფუძნებლის ფეისბუქპოსტში.
|