x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"იდინა@უი მონავ, როდის უნდა მიხვდე რომ არარაობად მიგიჩნევ?“ - მწვავე დაპირისპირება ჩერგოლეიშვილსა და უტიაშვილს შორის

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის იყო შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, შოთა უტიაშვილიც, რომლის ზემოაღნიშნული სტატუსის ქვეშ დასმულ კითხვასაც "ტაბულას" დამფუძნებლის მხრიდან დიდი გაღიზიანება და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. უცვლელად გთავაზობთ უტიაშვილსა და ჩერგოლეიშვილს შორის წარმოებული მიმოწერის სქრინებს:


imageimageimage

ყველაფერი კი როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე ნიკა მელიას ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოქვენებულ თამარ ჩერგოლეიშვილის ამ პოსტს მოჰყვა:


"სანამ არჩევნები მორჩებოდა, არ მინდოდა ჩარევა, ან რომელიმე მხარის სასარგებლოდ მოქმედება – ხომ ვთქვი, მინდოდა ყველას წაეგო და ასეც მოხდა იდეაში.

ახლა როცა მორჩა, გეტყვით, რომ მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა და ჩვენი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული ????

ამ ჩეთში ვიყავით მე, გიგა, უგულავა

(ციხიდან გამოსვლის მერე და არა ვოისების მომენტში), კეზერაშვილი, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, ლევან თარხნიშვილი, მელია და გვარამია (რომელიც მაგ ვოისების ჩაყრის მომენტში უკვე გასული იყო, უკვე კონფლიქტი გვქონდა მიშას დოზებზე ეთერში – ვერ ვაგებინებდით, რომ დამღუპველია).

მელია ბოლო მომენტამდე მესიანიზმის მოწინააღმდეგეთა, ანუ ჩვენს ბანაკში იყო და ვოისებად ჩაგვიყარა ჩეთში მიშასთან ლაპარაკის შინაარსი (რაც მოისმინეთ).

რომ გადახტა და მიშას მოღალატეები ხართო, კივილი დაიწყო – ვიცინოდით მერე ამ ვოისებზე.

მაშინაც იყო აზრი, რომ გამოქვეყნებულიყო, ოღონდ არა ფარულად, არამედ ღიად – როდის იყავი მართალი? როცა მიშას აგინებდი, თუ როცა ჩვენ მოღალატეებს გვიძახი? – ამ კითხვით.

მაგრამ გიგა კატეგორიულ უარზე წავიდა და არ დაუშვა – პირადის გამოქვეყნებას სადაც მე ვარ, არ ვიკადრებთო.

ფარულად გამოქვეყნებას ვერც გაუბედავდნენ (უნდოდათ).

ხოდა ახლა გათავისუფლდნენ გიგას მორალური მარწუხებისგან და ყველაფერი იკადრეს (ამიტომაც წევდნენ პოლიტიკიდან – ყველაფრის კადრებაში უშლიდა ხელს).

ანუ კეზერაშვილის, უგულავას, თარგამაძის, მაჩვის და მათი გაბაზრებულია და როგორც ნდობით აღჭურვილ პირებს, ისე ჩაუგდო.

ამის მერე ამ ადამიანებმა მელია ლიდერად ამოარჩიეს და 2021 წლის არჩევნებში მის შტაბში ბზრიალებდნენ – გამორჩენის მიზნით.

როცა აღარ დააკმაყოფილა ფულის ტომარა მელიამ სათამაშოდ, ადგნენ და პირადი ვოისები გამოუქვეყნეს.

ასეთი სამარცხვინოები არიან.

უარესები იქნებიან ძალაუფლებას თუ მიაკარე – ღირსებისგან დაცლილები არიან, ამდენმა მარცხმა სულ გამოათაყვანა მორალურად.

მოკლედ, მარცხის დროს უნდა გაიცნო ადამიანები – მანდ ყველაზე კარგად ავლენენ თავებს."- დაწერა თამარ ჩერგოლეიშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.




0
169
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
169