დიეტოლოგია სამი მარტივი გზა გულ-სისხლძარღვთა რისკის შესამცირებლად 2023, 31 იანვარი, 18:44 დიდ ბრიტანეთში სიკვდილიანობის მეოთხედზე მეტი გულისა და სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებს მიეკუთვნება - ეს ნიშნავს საშუალოდ 460 ადამიანს დღეში, ან ერთ სიკვდილს ყოველ სამ წუთში - ეს არის ის, რისგანაც ყველამ უნდა დავიცვათ თავი.
რჩევები გულის უკეთესი ჯანმრთელობისთვის, როგორც წესი, მოიცავს დიეტას, ფოკუსირებულს გაჯერებული ცხიმებისა და მარილის შემცირებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ზომებს ნამდვილად ექნება დადებითი გავლენა, კარდიოლოგიის ამერიკული კოლეჯის ახალმა კვლევამ გამოავლინა რამდენიმე მიკროელემენტი, რომელსაც შეუძლია შეამციროს გულ-სისხლძარღვთა რისკი. პირველ სამეულში შედის ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები, ფოლიუმის მჟავა (ან ვიტამინი B9) და ანტიოქსიდანტური კოენზიმი Q10 (CoQ10).
აქ მოცემულია სამი მარტივი გზა, რათა თქვენს დიეტაში მეტი გულისათვის სასარგებლო მიკროელემენტები შეიტანოთ.
ომეგა 3მიუხედავად იმისა, რომ არ არის შეთანხმებული ომეგა-3-ის რეკომენდებული ყოველდღიური მიღება, ამერიკის გულის ასოციაციის მიერ ჩატარებულმა ბოლო კვლევამ დაასკვნა, რომ 3 გრ. დღეში, როგორც ჩანს, ოპტიმალური დღიური დოზაა არტერიული წნევის შესამცირებლად. ომეგა -3-ის საუკეთესო წყაროა ცხიმიანი თევზი, როგორიცაა სკუმბრია, ორაგული და სარდინი. ცხიმიანი თევზის 100 გრ. პორცია იძლევა დაახლოებით 4 გრ. ომეგა -3-ს.
მიუხედავად იმისა, რომ მცენარეული წყაროები არ მუშავდება ორგანიზმის მიერ საკმარისად ეფექტურად, საერთო ჯამში მათ მიღებას სასარგებლო წვლილი შეაქვს თქვენს ორგანიზმში. სელის თესლი, ჩიას თესლი და ნიგოზი შეიცავს ალფა-ლიპოის მჟავას (ალმ - ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ბუნებრივი ნაერთი, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში - ავტ.), ანუ ომეგა-3-ის მცენარეულ ფორმას.
ნოყიერი თხილის კარაქი თავად შეგიძლიათ მოამზადოთ ბლენდერში - 150 გრ. ნიგოზი, 150 გრ. ნუში, 25 გრ. მზესუმზირის თესლი, 15 გრ. ჩიას თესლი და 15 გრ. დაფქული სელის თესლი დაამუშავეთ დაბალ სიჩქარეზე, 60 წამის განმავლობაში. ნელ-ნელა დაუმატეთ 3 ს/კ მსუბუქი ზეითუნის ზეთი. შემდეგ გაზარდეთ ტეპი მაღალ სიჩქარეზე და გააგრძელეთ დამუშავება 10 წუთის განმავლობაში, ან ვიდრე ტექსტურა ერთგვაროვანი და კარაქივით გლუვი არ გახდება. ამ ნაზავის ერთი სუფრის კოვზი შეიცავს დაახლოებით 1 გრ. ალმ-ს, ომეგა-3-ს.
ფოლიუმის მჟავაფოლიუმის მჟავა ან ვიტამინი B9 გვხვდება ედამამის ლობიოში, ავოკადოში, ასპარაგში, სალათის ფოთოლში, ტკბილ სიმინდში, ისპანახში, ბროკოლში, მანგოში, ოსპსა და ზოგადად მარცვლეულში. ეს არის წყალში ხსნადი ვიტამინი და ამიტომ შეიძლება დაიკარგოს ბოსტნეულის მომზადებისას. ბოსტნეულის უმი ან მსუბუქად მოხარშული ჭამა დაგეხმარებათ ამ სასიცოცხლო მიკროელემენტის შენარჩუნებაში.
ამ რამდენიმე საკვების შერწყმის გემრიელი გზაა ბუდას თასის შეკვრა. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ცხიმიანი თევზი, როგორიცაა ორაგული, გულის ჯანმრთელობის კიდევ უფრო მეტი სარგებლისთვის. მოხარშულ და გაცივებულ მარცვლეულს, ან ბრინჯს (შეგიძლიათ გამოიყენოთ წინასწარ მომზადებული პაკეტი), დაასხით მცირე რაოდენობით სეზამის ზეთი და კარგად აურიეთ. დაუმატეთ ცოტაოდენი ედამამის ლობიო, ტკბილი სიმინდი, დაჭრილი ავოკადო, ორთქლზე მოხარშული ბროკოლის ყვავილები და წინასწარ მოხარშული ორაგულის ფილე. დაასრულეთ სოიოს სოუსით, ნატრიუმის დაბალი შემცველობით, წითელი წიწაკის ფანტელებითა და მოხალული სეზამის თესლით. CoQ10CoQ10 არის ნაერთი, რომელიც ეხმარება თქვენს უჯრედებს ენერგიის გამომუშავებაში და კვლევებმა აჩვენა, რომ მას თქვენი ჯანმრთელობისთვის დიდი სარგებელი მოაქვს, მათ შორის აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას. თქვენი სხეული ბუნებრივად გამოიმუშავებს CoQ10-ს, მაგრამ ეს უნარი ასაკთან ერთად მცირდება. კარგი ამბავი ის არის, რომ თქვენ ასევე შეგიძლიათ მიიღოთ CoQ10 საკვების მეშვეობით, როგორიცაა ცხიმიანი თევზი (დიახ, კიდევ ერთხელ!), ხორცის სუბ-პროდუქტებით, როგორიცაა ღვიძლი, ასევე სოიოთი, ბროკოლით, არაქისით, ფისტასა და კანოლის ზეთით.
შეურიეთ ზოგიერთი ინგრედიენტი და მოამზადეთ ორთქლზე მოხარშული ბროკოლის გემრიელი გარნირი არაქისის სოუსით. მსუბუქად მოხარშეთ ერთი თავი ბროკოლი, დაჭერით ყვავილედებად. ვიდრე მზადდება, მოამზადეთ არაქისის სოუსი - 3 ს/კ ხრაშუნა არაქისის კარაქი (უშაქრო), 2 სუფრის კოვზი წყალი, 1 სუფრის კოვზი ბრინჯის ძმარი, 1 სუფრის კოვზი დაბალი ნატრიუმის შემცველი სოიოს სოუსი, 1 ჩ/კ თაფლი შეურიეთ. ბროკოლი მოათავსეთ კერძში და მოასხით არაქისის სოუსი. მიირთვით დაუყოვნებლივ. წყარო: The Telegraph Mon, January 30, 2023 at 12:00 PM GMT+4
93 შეფასება არ არის
|