x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
უკრაინა მიიღებს ამ ეტაპზე გასაიდუმლოებული რაოდენობის საინჟინრო ტექნიკას, რომელიც ნებისმიერი ნაღმის გასანაღმად ეფექტურია
image უკრაინაში ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ტიპის, დანიშნულების და სიმძლავრის ნაღმები, ორივე მხარე ქმნის ნაღმურ ველებს. ნაღმური ველი წესით კეთდება ეშელონირებულად, რათა მოწინააღმდეგის გამნაღმველებმა მძიმე ტექნიკისათვის გზის გაწმენდა სწრაფად ვერ მოახერხონ, თუნდაც სპეცტექნიკის დახმარებით.


თქვენი მონა-მორჩილის ინოვაციას აქტიურად იყენებენ უკრაინელები მძიმე ტექნიკის სავალ გზებზე 100%-იანი ეფექტურობით განაღმვივასთვის, მართალია ეფექტურობა მაქსიმალურია, მაგრამ მას აქვს მინუსიც, განაღმვა ხდება საბრძოლო მასალით.


მოდით და ჯერჯერობით ეს ვიკმაროთ, რადგან მე ვმუშაობ ბევრად ეკონომიურ საშუალებაზე რომელსაც უსასყიდლოდ გადავცემ დასრულებისთანავე საქართველოს, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს.


ახლა კი რაც შეეხება სიახლეს-ბრიტანულმა კომპანიამ "Pearson Engineering" განაცხადა, რომ გერმანულ კომპანიასთან "Flensburger Fahrzeugbau Gesellschaft" მიიღო კონტრაქტი გერმანიის ხელისუფლებისაგან თანამედროვე, მრავალფუნქციური, მძიმე ტექნიკის ბაზაზე აგებული გამნაღმველი სსამხედრო-საინჟინრო ტექნიკის ჯერჯერობით გასაიდუმლოებული რაოდენობით უკრაინისათვის მიწოდებაზე. სამხედრო-საინჟინრო მანქანა წარმოადგენს საკმაოდ კარგად დაჯავშნულ მრავალფუნქციურ ტექნიკას, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი კლასის თუ ტიპის ნაღმების განაღმვა, მათ შორის "ჭკვიანი" ნაღმებისაც. გამნაღმავი ტექნიკა "Wisent 1" დამზადებულია ცნობილი გერმანული ტანკის "Leopard 2"-ის ბაზაზე, რომელსაც გააჩნია ზეგამძლე მასალის დანები რომელთა დახრის კუთხე უზრუნლვეყოფს აფეთქების ტალღის გაფანტვას და ეკიპაჟს სრულად იცავს დაზიანებებისაგან, დანების წინ განთავსებულია სპეციალური "საცეცები" როლებიც აღჭურვილია ზემგრძნობიარე სენსორებით რომლებიც განთავსებულია "საცეცების" სქელი ჯავშნის შიგნით და ასრულებს მეტალოდეტექტორის ფუნქციას. დანები რომელიც ღრმად ამუშავებს ნიადაგს, აქუცმაცებს რა მიწას და შესაბამისად აფეთქებს ნაღმებს.



2008 წელს 5 ერთეული "Wisent 1" მიაწოდეს დანიის არმიას, რომელიც ავღანეთში გადაიყვანეს დანიელებმა და წარმატებით ანხორციელებდნენ განაღმვით სამუშაოებს.
imageimage

0
139
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
139