x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
“სულ გადაირიეთ? გაქვთ რაიმე ფაქტები?” - რას წერს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩაკვიანი "ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიულ არჩევნებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრებს მიმართავს:


"ეხება განსაკუთრებით ნაც მოძრაობის პოლიტიკოსებს! რას წერთ და ამბობთ ხალხნო?! ასეთ შეურაცხყოფას როგორ აყენებთ თქვენი პარტიის საკუთარი პარტიის ამომრჩეველს -გადაწყვიტა ფულმაო წერთ, ანუ კომისიაში შეგავთ ეჭვი თუ საკუთარ ამომრჩეველში ანუ გაიყიდნენ ნაც პარტიის ამომრჩევლები ფულზე ისევე, როგორც ოცნების ამომრჩევლები?? გაქვთ რაიმე ფაქტები მოსყიდვის დადეთ? აბა სულ გადაირიეთ?! ძლივს ახალი ტექნოლოგიით ჩატარდა არჩევნები, რა განცხადებებს აკეთებთ?!!! ეს რა არასახელმწიფოებრივი განცხადებებია?!"- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. შედეგები პარტიის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ გამოაცხადა.


კანდიდატებს შორის ხმები კი ასე გადანაწილდა:



  • ნონა მამულაშვილი - 1537 ხმა (3, 73%)


  • ნიკა მელია - 16 476 ხმა (40%)


  • გიორგი მუმლაძე - 1516 ხმა (3, 68%)


  • ლევან ხაბეიშვილი - 21 656 ხმა (52, 58%)







0
1194
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1194