x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
საინტერესოდ ცხოვრობდნენ: 10 ძველი ფოტო, რომელიც წარსულში დაგაბრუნებთ

image


ყოველთვის საინტერესოა ისტორიული ფოტოების ნახვა, ვინაიდან თითოეულ კადრს მხოლოდ მისთვის დამახასაითებელი ატმოსფერო და ხასიათი გააჩნია. მერლინის ნახვა, სანამ ის ცნობილი ქერა გახდებოდა ან 1950 იანი წლების დიდი ბრიტანეთის ატმოსფეროში ჩაძირვა ვფიქრობ სასიამოვნო და საინტერესო სანახავია. თქვენ წინაშეა 10 ისტორიული ფოტო, რომელიც წარსულში დაგაბრუნებთ.




სოფი ლორენი


image


მსახიობმა და მომღერალმა ყველა სერიოზული კინოფესტივალის მთავარი პრიზი, მათ შორის პრესტიჟული პრემია "ოსკარიც" მიიღო. იტალიური კინოს ლეგენდას ნებისმიერი მამაკაცისთვის თავბრუს დახვევა შეეძლო. სოფი ლორენის გამო იტალიელმა პროდიუსერმა კარლო პონტიმ ცოლ-შვილიც კი მიატოვა.





ფილმ "კავკასიელი ტყვე ქალის" გადაღებები


image


ყველასთვის საყვარელი საბჭოთა ფილმი "კავკასიელი ტყვე ქალი" რამდენიმე ეტაპად გადაიღეს. თავიდან გადაღებები სტუდია "მოსფილმის" პავილიონებში დაიწყო, შემდეგ კი ჯგუფი გადაღებების გასაგრძელებლად ყირიმში, ქალაქ ალუშტაში გადავიდა. ცალკეულ ეპიზოდებზე სამუშაოდ კი გადამღები ჯგუფი, მსახიობები და რეჟისორი აფხაზეთში გაემგზავრა.




ვარჯიში შეჯიბრის წინ


image


ყოველწლიურად დიდ ბრიტანეთში ბლინებით შეჯიბრი იმართებოდა. დიასახლისებს გარკვეული მანძილი ტაფაში ბლინის ტრიალიათ უნდა გაერბინათ. გამარჯვებულად ის ცხადდებოდა, ვინც ფინიშის ხაზამდე პირველი ისე მიირბენდა, რომ ბლინი არ დაუვარდებოდა. ფოტოზე მონაწილე ქალბატონები შეჯიბრის დაწყებამდე ვარჯიშობენ, ინგლისი, 1950 წელი.




ვახშამი ცათამბჯენზე


image


ეს ფოტო პოპულარული მალევე გახდა და მთელ მსოფლიოში ვირუსივით გავრცელდა. ფოტოგრაფ ჩარლზ კლაიდ ებეტსს დიდი დრო დასჭირდა, რათა წარმოუდგენელ სიმაღლეზე ასასვლელად გამბედაობა მოეკრიბა. მას შემდეგ კი, რაც ჩარლზმა საკუთარ თავს სძლია და ფოტომ უმაღლესი შეფასებებიც დაიმსახურა, მსგავსი ფოტოები სოკოებივით მომრავლდა, ნიუ-იორკი, 1932 წელი.





როზანა სკიაფინო



image


იტალიელი მსახიობი სამშობლოში მალევე გახდა პოპულარული. ის "ახალ ჰედი ლამარადაც" კი მონათლეს, იტალიელი მაყურებელი დარწმუნებული იყო, რომ როზანა კინოში დიდ წარმატებას მიაღწევდა, თუმცა მას ჰოლივუდში ჩასვლისთანავე იღბალმა უმტყუნა.





უაინონა რაიდერი


image


უაინონა რაიდერს ყველასგან განსხვავებული საკუთარი სტილი აქვს. მას ჰოლივუდის გოთურ პრინცესად თვლიან. მამაკაცები მსახიობს იდუმალ და მიმზიდველად ქალბატონად მიიჩნევენ, და უნდა ითქვას, რომ ვარსკვლავი რაც უფრო ასაკში შედის, მით უფრო უნიკალური ხდება მისი სილამაზე.






საკვების დამტარებელი


image


ახალგაზრდა ბიჭს საკვები მისამართებზე მიაქვს. იმედი ვიქონიოთ, რომ მას "თვის საუკეთესო მუშაკის" ტიტული ერგო, ტოკიო, 1940 წელი.



კატრინ დენევი


image


მისი ოდნავ მოშიშვლებული მხრებიც კი პულსს მილიონობით მამაკაცს უჩქარებდა. კატრინს შეეძლო შეექმნა სათუთი სილამაზის იმიჯი ეროტიზმის ელფერით. მიუხედავად იმისა, რომ დენევმა მხოლოდ ერთ ამერიკულ ფილმში ითამაშა, ის ბედს მაინც არასდროს უჩიოდა. ფრაგული კინოს ვარსკვლავი მადლიერი იყო ყველა იმ შანსისთვის, რაც მას საკუთარი თავის გამოვლენის შესაძლებლობას აძლევდა.





ნორმა ჯინ ბეიკერი


image


იყო დრო, როდესაც მერლინ მონრო ძალიან ახალგაზრდა იყო და ყველა მას ნორმა ჯინ ბეიკერის სახელით იცნობდა. გოგონა ქარხანაში მუშაობდა, როცა ის საწარმოში მუშების გადასაღებად მისულმა ფოტოგრაფმა ნახა. ნორმა რამდენიმე სარეკლამო პოსტერისთვის გადაიღეს, რის შემდეგაც პოპულარული ის მალევე გახდა. მოგვიანებით რიგითმა, უბრალო ამერიკელმა გოგონამ ახალი სახელი დაირქვა და სრულიად განსხვავებული იმიჯიც შეიქმნა.





"ატომური სოკო" - ნაგასაკი 1945 წელი


image


ბირთვული დარტყმის შედეგების საშინელების არა თუ სიტყვებით აღწერა, მისი შეგრძნებაც კი საშინელებაა... პატივი და დიდება ფოტოგრაფებს, რომლებსაც ამ საშინელი ტრაგედიის ფირზე აღბეჭდვის არ შეეშინდათ.







0
2127
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2127