x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ფერიების და ელფების ნახვა დღესაც შეიძლება

უამრავი ლეგენდა არსებობს ჯადოსნური ფრთიანი არსებების შესახებ, რომლებიც პარალელურ სამყაროებში ცხოვრობენ და ხანდახან ჩვენთანაც ჩნდებიან. ლეგენდა, ლეგენდად, მაგრამ მათი ნახვა, როგორც ირკვევა, დღესაც შეიძლება... თუმცა, ადამიანების უმრავლესობა, ამ «სტუმრებს» მეზობლებად კი არა, პარანორმალურ ფენომენად აღიქვამს.


შეხვედრა «ადამიან–პეპელასთან»


როკფორდში (ილინოისის შტატი, აშშ) მცხოვრებმა, 27 წლის ახალგაზრდამ გამომცემლობა The Singular Fortean Society–ს აცნობა, რომ ნახა არსება, რომელიც ადამიან–პეპელას ჰგავდა.


image


გარდა ამისა, ამ ფრთოსან არსებებზე, სხვადასხვა დროს და ადგილზე, დაკვირვების არაერთი ინფორმაციაც არსებობს.

მაგ., 1966 წლის 25 ნოემბერს, დილით ადრე, 25 წლის ტომას იური, რომელიც ქ. კლარკსბურგში (აშშ) ცხოვრობდა, შემთხვევით შეეჩეხა 2 მ–მდე სიმაღლის არსებას, რომელსაც დიდი თვალები და ფრთები ჰქონდა. მფრინავი მონსტრი მის ავტომობილს მისდევდა და მაშინაც არ ჩამორჩა, როდესაც მძღოლმა სიჩქარეს მოუმატა. ეს ისტორია გამოგონილი ნამდვილად არ არის, რადგან მას სხვა თვითმხილველებიც ჰყავდა.

1991 წ. 16 დეკემბერს, 22 წლის სტუდენტი ქ. პარმადან (იტალია) მანუელა ბ. იმის მოწმე გახდა, თუ როგორ დაფრინავდა ცაში არსება, რომელსაც დიდი წითელი თვალებით და მუქი მწვანე კანი ჰქონდა. ზუსტად ისეთი, როგორიც 1966 წ. ამერიკაში ნახეს.


ბეტმენი ილინოისიდან


სულ ცოტა ხნის წინ კი, დედა–შვილი საკუთარ სახლთან იდგა. მათი ყურადღება ყვირილმა მიიქცია, რომელიც ცის მხრიდან მოდიოდა. როდესაც ზევით აიხედეს, ჯერ შავი ლაქა შენიშნეს, რომელიც მათ უახლოვდებოდა და მალე, აშკარა გახდა, რომ ეს რაღაც არსება იყო, რომელსაც ღამურას მსგავსი ფრთები ჰქონდა. აღწერა, რომელიც ქალმა ჟურნალისტებს მისცა, ემთხვევა სხვა თვითმხილველების აღწერილობებს. ადამიან–პეპელას, ადამიანის პატარა თავი, გრძელი კიდურები და მოლურჯო კანი ჰქონდა, ხოლო გაშლილი ფრთის სიგრძე, დაახლოებით, 1, 5 მ–ს შეადგენდა.

ცოტა ხანს, გოგონა და დედამისი გარინდებული უყურებდნენ მფრინავ არსებას და როცა ის მხედველობის არიდან გაქრა, ისინი, იმ იმედით რომ მას იქ ნახავდნენ, მეზობელ ქალთან ერთად, ახლოს მდებარე პარკში წავიდნენ. თუმცა, ადამიანი–პეპელა უკვალოდ გაქრა.


კამერაზე დაფიქსირებული ფერია


მსგავსი ისტორია ჰამელ–ჰემპსტედშიც (ჰერტფორდშირის საგრაფო, დიდი ბრიტანეთი) მოხდა. ალისია სტოდარტმა, რომელიც მშობლებთან სტუმრად იმყოფებოდა, შემოსასვლელ კარზე დამონტაჟებული კამერიდან სიგნალი მიიღო. ჩანდა, რომ იქ რაღაც მოძრაობები ხდებოდა. მან სმარტფონის დისპლეის დახედა და ჰაერში მოფარფატე პატარა მბზინავი არსება დაინახა, რომელსაც დიდი ფრთები ჰქონდა.

ალისიას აზრით, ყველაზე მეტად, ეს არსება ზღაპრულ ფერიას ჰგავდა. მისი სამი შვილი კი, ამ ვერსიით ისე აღფრთოვანდნენ, რომ მასზე უარის თქმას არ აპირებენ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხარეში, ისედაც არსებობდა ლეგენდა, ასეთ არსებებთან შეხვედრის შესახებ.


ილუზია თუ სტუმარი სხვა განზომილებიდან?


მას შემდეგ, რაც ალისია სტოდარტმა, სოციალურ ქსელში, იდუმალი არსების კადრები გამოაქვეყნა (სტატიაზე დართული ფოტოები), ინტერნეტ მომხმარებლებმა სხვადასხვა ვერსიების შექმნა დაიწყეს.

ზოგი ფიქრობდა, რომ ეს, შეიძლება, უბრალოდ მწერი ყოფილიყო, რომელსაც სინათლის გარკვეული ეფექტი დაერთო. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვინც ჩათვალა, რომ კამერამ რაღაც იდუმალი არსება დააფიქსირა.

როგორც ჩანს, ისტორიები ფერიების და ელფების შესახებ, ოდესღაც უმიზეზოდ არ შექმნილა. მაგრამ, თუ მათთვის, ვინც შუა საუკუნეებში ცხოვრობდა, ჯადოსნურ სამყაროსთან კონტაქტი, ბუნებრივი მოვლენა იყო, თანამედროვე ადამიანისთვის და განსაკუთრებით, მეცნიერებისთვის, ასეთი შემთხვევები მრავალ კითხვას ბადებს, მათ შორის, იმ რეალობის მოწყობაზე, რომელშიც ვცხოვრობთ.



image

არხის სხვა სიახლეები:


* S, M და L ზომის ერთი და იგივე სამოსი. 15 ფოტო, რომელიც საკუთარი სტილის პოვნაში დაგეხმარებათ

* თუ გინდათ, რომ ყოველთვის უბადლოდ გამოიყურებოდეთ – რჩევები სამოსთან დაკავშირებით

* ყველაფერს ნუ დაიჯერებთ, რასაც ქალებზე ამბობენ – 9 მცდარი სტერეოტიპი

* როგორ წარმოედგინა სტალინს ადამიანის თავისუფლება?

* სახალისო ფოტოები, ფოტოშოპის გარეშე

* ვეშაპმა დაივერს დახმარება სთხოვა (+ ვიდეო)

* გაითვალისწინეთ ეს რჩევები და თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება



0
265
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
265
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0