პოლიტიკა ტრამპი: პირველი და მეორე მსოფლიო ომები ყველას „პატარა ბრძოლებად“ მოეჩვენება 2023, 29 იანვარი, 12:57 შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სისუსტემ და არაკომპეტენტურობამ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე მიიყვანა.ეს მოსაზრება თეთრი სახლის ყოფილმა ხელმძღვანელმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა. „თავისი სისუსტითა და არაკომპეტენტურობით ბაიდენმა მიგვიყვანა მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე.“ - თქვა მან სამხრეთ კაროლინაში რესპუბლიკელებთან საუბრისას. პოლიტიკოსი ირწმუნება, რომ პრეზიდენტის ამპლუაში „მშვიდობას ძალის მეშვეობით დააბრუნებს“. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის რომ იყოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მაშინ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი არ იქნებოდა. ტრამპმა დასძინა, რომ მზად არის 24 საათის განმავლობაში მოლაპარაკებების გზით მიაღწიოს სამშვიდობო შეთანხმებას. 27 იანვარს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ის დაბრუნდება სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე, მას სურს შექმნას რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ქვეყნის თავზე „რკინის გუმბათის“ მსგავსი, როგორიც ისრაელს აქვს. მისი თქმით, მესამე მსოფლიო ომი ისეთი საშინელი კატასტროფა იქნება, რომ პირველი და მეორე მსოფლიო ომები ყველას „პატარა ბრძოლებად“ მოეჩვენება. ის თვლის, რომ კატასტროფის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა ბრძოლისთვის მომზადება „არნახული სიმძლავრის ტექნოლოგიით.“ 128 შეფასება არ არის
|