პოლიტიკა Al Arabia: ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო 2023, 29 იანვარი, 12:39 ![]() სოციალურ ქსელებში გამომცემლობა Al Arabia-ს მიკრობლოგებში იუწყებიან, რომ 29 იანვრის ღამეს ისრაელმა ირანში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ახლო აღმოსავლეთის მედია წყაროები და სხვადასხვა აქაუნთები აქვეყნებენ მონაცემებს ქალაქებსა და სამხედრო ბაზებში აფეთქებების, საჰაერო თავდასხმების და მეამბოხეების მოქმედებების შესახებ. ისრაელის ხელისუფლებას სამხედრო ოპერაციის შესახებ ოფიციალურად არ გამოუცხადებია. ირანი ასევე არ აცხადებს ოფიციალურად თავდასხმის შესახებ. გამოცემის ცნობით, ირანელებს შორის ცირკურილებს ინფორმაცია შემდეგი მოვლენების შესახებ. სოციალური მედიის ცნობით, უპილოტო თვითმფრინავებმა დაბომბეს დრონების ქარხანა თავრიზში, თვითმფრინავების საბრძოლო მასალის ქარხანა ისპაჰანში და საწყობი მალარდში. ჟურნალისტების თქმით, „სამხედრო ოპერაციის მიზანი ირანის სამხედრო ინდუსტრიის განადგურება იქნება. არსებობს ინფორმაცია, რომ ირანის ავიაციაში უკვე განგაშიი. Al Arabia იუწყება, რომ შეტევა თავდაცვის საწარმოებზე თავდასხმით დაიწყო. მანამდე ქალაქ ისპაჰანში ირანის თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მასალის საცავში მომხდარი აფეთქების მიზეზი გახდა ცნობილი. აღმოჩნდა, რომ ეს დრონის თავდასხმის შედეგად მოხდა. ამის შესახებ სააგენტო IRNA იტყობინება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმისა და აფეთქების შემდეგ სამხედრო ობიექტის დაზიანება უმნიშვნელოა. 164 შეფასება არ არის
|