x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ინტიმური ცხოვრება გაყრის შემდეგ: 4 რჩევა ქალებს
image

თუ დაშორდით თქვენს პარტნიორს ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ და საერთოდ ვერ გაგიგიათ, როგორ მოაწყოთ თქვენი პირადი ცხოვრება - მათ შორის ინტიმური - ეს ნორმალურია. ექსპერტები გირჩევენ, რა კითხვები უნდა დაუსვათ საკუთარ თავს, რათა გაიგოთ, როგორ იმოქმედოთ მომავალში.


1. მზად ვარ ახალი პაემნებისთვის?



გაყრის შემდეგ პაუზის დრო არ არის დადგენილი. თუ პარტნიორს მოულოდნელად დაშორდით, ალბათ რამდენიმე თვე ან მეტი დაგჭირდებათ, იფიქრეთ იმაზე, თვლით თუ არა თავს სიყვარულის ღირსად, სასურველად, ხართ თუ არა სერიოზულად განწყობილი? შეგიძლიათ პაემანზე წახვიდეთ და წარსულ შეცდომებზე არ ისაუბროთ? როგორ გადაიტანთ მამაკაცის უარს მომავალი შეხვედრიდან?



2. მსურს თუ არა სექსი ახალ პარტნიორთან?


ბევრ ადამიანს დაშორების შემდეგ ახალი შეგრძნებები სურს. ეს ძალიან კარგია. მაგრამ მაინც დაფიქრდით იმაზე, გჭირდებათ თუ არა სექსი მხოლოდ სიამოვნებისთვის, თუ ის უფრო მეტს ნიშნავს თქვენთვის? ეცდებით, რომ ურთიერთობები მხოლოდ ინტიმურ ცხოვრებაზე არ ააგოთ?


3. რამდენი დრო დამჭირდება სექსამდე?


შეიძლება მოგინდეთ სექსი პირველსავე პაემანზე, ან იქნებ დაელოდოთ რამდენიმე თვეს. იმის გათვალისწინებით, რომ ყველაფერი ურთიერთშეთანხმების საფუძველზეა, არ აქვს დიდი მნიშვნელობა, როდის გექნებათ სექსი. თუ, რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთადერთი რამ, რასაც არ მოელის თქვენგან! მოთხოვეთ, რომ მან აუცილებლად გამოიყენოს პრეზერვატივი, მაშინაც კი, თუ ბოლოს ასი წლის წინ ნახეთ "რეზინა": თქვენ ნამდვილად არ გჭირდებათ დაავადებები და არასასურველი ორსულობა.


4. როგორ გავუმკლავდე წარუმატებელ სექსს?


ბევრ მამაკაცს აქვს პრობლემები ახალ პარტნიორთან პირველი სექსის დროს, ერექციული დისფუნქციიდან დაწყევული ადრეულ ეაკულაციამდე. „პირველი ჩავარდნა “ არ უნდა მიიღოთ ნორმალურ საქციელად, დროთა განმავლობაში ყველაფერი კალაპოტში ჩადგება თუ ძალიან გაწუხებთ ეს სიტუაცია, უმჯობესია სექსი მომავლისთვის გადადოთ.

0
69
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0