სხვა 9 რამ, რასაც ყოველდღე ვხედავთ, მაგრამ მათი დანიშნულების შესახებ შეიძლება არც კი ვიცით 2023, 28 იანვარი, 18:28 ყოველი ნივთი, რომელიც იყიდება მაღაზიის თაროებზე, როგორც წესი, ბოლო დეტალამდეა დაგეგმილი, როგორც ხარისხი, ასევე დიზაინი. ზოგჯერ ესა თუ ის პროდუქტი შეიცავს მახასიათებლებს, რომელთა რეალური მიზნის გაგება რთულია, თუმცა ისინი შემთხვევითი არაა და ყველა მათგანს თავისი ფუნქცია აქვს. 1. ზურგჩანთებზე "ღორის დინგი"მიუხედავად იმისა, რომ ეს დიზაინი გამოიყურება ძალიან ელეგანტურად, მას აქვს ძალიან ფუნქციური გამოყენება. მასზე შესაძლებელია ნივთების ჩამოკიდება. მაგალითად, მოლაშქრეებისთვის ეს ძალიან გამოსადეგია, ფეხსაცმლის, ან რაიმე ხელსაწყოს ჩამოსაკიდებლად. ეს მხოლოდ კემპინგის ზურგჩანთებზე იყო გამოყენებული. შემდეგში კი ქალაქური სტილის ჩანთებზეც გავრცელდა. 2. ველოსიპედის ამოჭრილი სავარძელიასეთი სავარძლის საჭიროება და ფუნქცია ყველაზე მეტად იმათ იციან, ვინც ველოსიპედს დიდ მანძილზე ატარებს. რადგან დიდი ხნის ტარება იწვევს საჯდომის დაბუჟებას, ან ტკივილს, მწარმოებლებმა მოიფიქრეს გამოსავალი - ამოჭრილი სავარძლები, რაც მგზავრობას უფრო კომფორტულს ხდის. 3. პატარა ხვრელი აბაზანის ნიჟარაზეამას ჰქვია გადინების ხვრელი. როცა ნიჟარა გაიჭედება, ან უბრალოდ ჭარბი წყლით გაივსება, ეს ხვრელი ასრულებს მის ფუნქციას, რათა ძირს არ გადმოიღვაროს წყალი. სასურველია თუ ამ ხვრელს ხშირად გაწმენდთ, რათა მასში ბევრი ჭუჭყი გროვდება. ამისთვის დაგჭირდებათ გრძელი, თხელი ფუნჯი და მდუღარე წყალი. 4. პატარა ხვრელი ჩუპა-ჩუპსის ჩხირებზეამ ძალიან მცირე დეტალის უკან 2 გენიალური მიზეზი დგას. პირველი დამზადების პროცესისთვისაა. როცა ჩხირზე ცხელ სითხეს ასხამენ პატარა ხვრელი ეხმარება შაქრიან სითხეს ადგილზე დარჩეს და არ ჩამოვარდეს ჯოხიდან. მეორე მიზეზი უსაფრთხოებისთვისაა. თუკი ვინმეს შემთხვევით გადაუცდა ჩხირი ამ ამოჭრილი ადგილიდან ჰაერი მიეწოდება, მანამ სანამ მის დახმარებას სხვები შეძლებენ. 5. პომ-პომიანი ქუდიშეიძლება ამაზე გიფიქრიათ და გეგონათ რომ ქუდის მოდური დანამატია. თუმცა ის ვიკინგების ეპოქიდან იღებს სათავეს და სხვადასხვა მიზეზის გამო, ზოგჯერ თავიანთი წოდების, ან ოჯახური მდგომარეობის აღსანიშნავად ატარებდნენ. ფრანგი მეზღვაურები ასეთ ქუდებს იხურავდნენ, რათა ნავის დაბალ ჭერზე თავი არ მიერტყათ. 6. პატარა ხვრელი ბოქლომებზეიქიდან გამომდინარე, რომ ბოქლომი გამოიყენება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში, ის გათვლილი უნდა იყოს ამინდის ყველა პირობაზე - წვიმასა და თოვლზე. ეს პატარა ხვრელი წარმოადგენს ბოქლომის სანიაღვრე ხვრელს, რაც მას დაჟანგვისა და ყინვისგან იცავს. 7. თითბერის კარის სახელურებიკვლევებმა აჩვენა, რომ თითბერი კლავს მიკრობებსა და ბაქტერიებს კონტაქტისთანავე. ამ უნიკალურ ფენომენს ეწოდება "ოლიგოდინამიკური ეფექტი". თითბერი ცნობილია, როგორც ერთადერთი თვითგამწმენდი მყარი მასალა. ასე რომ, ნაცვლად იმისა კარის სახელურები ყოველდღე წმინდოთ, უბრალოდ, თითბერის სახელურები დააყენეთ. 8. ზოლები მონეტებზეეს მეთოდი გამოიყენეს მონეტების გაყალბების წინააღმდეგ. თაღლითები მონეტებისგან ოქროსა და ვერცხლს ჭრიდნენ და ფულის საშოვნელად ყიდდნენ. ისე აკეთებნენ ამას, რომ ნამდვილი მონეტისგან გარჩევა რთული იყო. ამიტომ მონეტის მჭრელებმა დაიწყეს მონეტებზე ზოლების დამატება. 9. ისარი საწვავის საზომზეძალიან კომფორტული ფუნქცია. ეს პატარა ისარი გაჩვენებთ თუ რომელ მხარეს მდებარეობს საწვავის ავზი. ამიტომ თუკი ჯერ კიდევ არ გახსოვთ თქვენი ავტომობილის საწვავის ავზი რომელ მხარესაა, დააკვირდით ისარს და ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის შესავსებად იმ მხარეს მოათავსეთ ავტომობილი. 882 შეფასება არ არის
|