საქართველო "ჰოდა , აი მისი ნამდვილი სახე"- ვისზე საუბრობს თაკო ჩარკვიანი 2023, 27 იანვარი, 15:49
პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი, "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის იმ მხარდამჭერებს მიმართავს, ვინც მას კენჭყის ყრის დროს მხარი დაუჭირა:
"აი ეს ელისაშვილი ( სხვათაშორის) ნაც მოძრაობის "ზოგიერთის" დახმარებით მოხვდა პარლამენტში მაჟორიტრად, რომ იყრიდა კენჭს, აი ამას მიეცით ხმა ზოგიერთმა, დღევანდელი (ნაც მოძრაობის) "თავმჯდომარის" მომხრემ .
დიახ "პაივცემულებო " მაშინაც დარწმუნებულები იყავით ელისაშვილის პირუთვნელობაში "ალალიაო", ზუსტად ასე იყავით დარწმუნებული. ჰოდა, აი მისი ნამდვილი "ალალი" სახე .....მოწამლულ დაუძლურებულ პრეზიდენტზე იძახის "საპატიმროში უნდა იყოსო, საავადმყოფოში უსასრულოდ არ გამიგიაო".
სად გაიზარდნენ “ესენი", ან ვინ ასწავლა ასე მოქცევა და მომაკვდავ, მოწამლულ კაცზე ასე საუბარი ..."– წერს პარლამენტარი თაკო ჩარკვიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" სტუმრობისას "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი უნდა იყოს საპატიმროში, და არა საავადმყოფოში. პარლამენტარის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს "უფრო მეტი ღირსება და კაცურობა მართებს":
"სააკაშვილზე ამდენი ლაპარაკი უკვე ძალიან მომაბეზრებელია, თითქოს, ქვეყანაში სხვა პრობლემა არ გვქონდეს - გეგონება, ყველაფერი აწყობილია, ყველაფერი მოგვარებულია და ერთი სააკაშვილის ამბავია გასარკვევი. თან ეს გამუდმებით - წამლავენ, წამლავენ, პოლონიუმი... ეს პოლონიუმი მოცვის, ან პიტნის ჩაი ხომ არ არის, დილით დაგალევინონ, გაწყინოს და მერე საღამოს აღარ გაწყინოს? ცოტა მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ყველა საკითხს - ადვოკატებიც, რომლებიც საოცრებებს ლაპარაკობენ, ეს „ემპათიაა“ თუ რაცაა და ექიმებიც.
სიმართლე გითხრათ, უკვე ძალიან მომაბეზრებელია ამაზე ლაპარაკი. სახელმწიფო პასუხისმგებელია, რომ სააკაშვილს არაფერი დაემართოს, არც ერთ პატიმარს არაფერი უნდა დაემართოს, მათ შორის, არც სააკაშვილს. სააკაშვილი ცოტა უფრო მეტი ღირსებით უნდა მოიქცეს, რომ ჩამოდიოდა, ხომ იცოდა, რომ რევოლუციას მოახდენდა თუ გამოუვიდოდა, ან დაიჭერდნენ. თუ დაიჭერდნენ, ციხეში მოუწევდა ყოფნა, ცოტა მეტი ღირსებით და ცოტა მეტი კაცობით ხომ უნდა იყო, ორჯერ პრეზიდენტი და ორჯერ მთავარსარდალი იყავი. ყოველდღე რომ კვდები და კვდები, რა უბედურებაა, თან თვითონ ვერ ხვდება, რომ ყველას ყელში ამოუვიდა ამაზე ლაპარაკი? - ჭამოს ის საჭმელი და შეეგუოს, რომ პატიმარია, ხომ ჩამოვიდა იმ არაჟნით.
სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, მე არ გამიგია პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა. მოუწევს საპატიმროში დაბრუნება და მოუწევს იმასთან შეგუება, რომ რაც აქვს მისჯილი, იმ ხნის განმავლობაში მოუწევს ციხეში ყოფნა. რას მოდიოდა ეს დალოცვილი, დატეულიყო იქ, სადაც იყო. გარისკა? ხოდა, იყოს. ზის გვარამია კაცურად, ხმას არ იღებს. აბსოლუტურად ტყუილუბრალოდ ზის ნიკა გვარამია, განსხვავებით სააკაშვილისგან, რომელმაც დააშავა, როცა ხელისუფლებაში იყო“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
|