მარტივი და ჭკვიანური - 15 რამ იაპონიიდან, რომელთა დანერგვასაც ნებისმიერ ქვეყანაში ისურვებდით

იაპონია მართლაც გრანდიოზული გონების ქვეყანაა. ბოლოს და ბოლოს, სხვაგან სად შეგიძლიათ იპოვოთ ამდენი მნიშვნელოვანი და საჭირო რამ, თუ არა ამ კუნძულოვან სახელმწიფოში:
1. სავაჭრო ავტომატები
იაპონიაში დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ გამოიგონეს იაპონელებმა ავტომატები, რომლებიც ყიდიან არა ჩიფსს და გაზიან სასმელს, არამედ შემწვარ კარტოფილს, მოხარშულ კვერცხს და სხვა "სახლურ" პროდუქტებს.
2. პარკინგი
მხოლოდ ტოკიოში თითქმის 14 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ამ ქვეყანაში სივრცის დაზოგვა მთავარი პრიორიტეტია. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, სუპერმარკეტებთან ასეთ ორსართულიან ავტოსადგომებს თუ ნახავთ.
3. ქილები უსინათლოებისთვის
იმისათვის, რომ ბრმა ადამიანებმა შეძლონ გარე დახმარების გარეშე განსაზღვრონ რა არის ქილაში, მწარმოებლები უმზადებენ მათ ეტიკეტებს ბრაილის შრიფტით.
4. სკამები ჩანთების ჩამოსაკიდით
იაპონიაში სკამის საზურგედან ჩანთის ჩამოცურვის პრობლემა მარტივად და გემოვნებით მოგვარდა - სკამის საზურგეზე სპეციალური ჩაღრმავების გაკეთებით.
5. მატარებელი ფეხის აბაზანებით
იაპონელებს აქვთ „მობილური სამოთხე“ ელექტრო მატარებლის სახით, ფეხის ცხელი აბაზანით, რათა მოგზაურობის დროს შეძლოთ სტრესის მოხსნა და დასვენება.
6. უფასო ქაღალდის ცხვირსახოცები
მათ ქუჩაში უფასოდ არიგებენ. ასე რომ, თუ ავად ხარ და უცნობმა ცხვირსახოცი მოგცა, უარი არ თქვთ.
7. ჭკვიანი საპირფარეშოები
იაპონიაში საპირფარეშოები ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს, ასუფთავებენ მათ აქვთ გათბობის ფუნქცია. ერთი სიტყვით, ყველაფერი ავტომატიზირებულია.
8. სტრესის მომხსნელები
ბევრი სამუშაო, ბევრი სტრესი. იაპონელებს ურჩევნიათ მისი მოგვარება ბუშტუკებით, რის გამოც, ალბათ, შეიქმნა „დაუსრულებელი“ ბუშტუკიანი ბალიშები, რითაც შეგიძლიათ დაძაბულობის მოხსნა.
9. ავტომატიზირებული ტაქსის კარები
იაპონელები ძალიან მგრძნობიარენი არიან ტექნოლოგიების მიმართ. და მათ აქვთ არა მხოლოდ ავტომატიზირებული საპირფარეშოები, არამედ ტაქსის კარებიც. ასე რომ, მძღოლი ნამდვილად არ გაღიზიანდება ვინმემ კარი ძლიერად რომ მიუჯახუნოს.
10. სასტუმრო მათთვის, ვისაც გამოზინება სურს
იაპონიაში დაძინების მსურველებისთვის არის სპეციალური სასტუმრო. აქ შეგიძლით იპოვოთ მინიატურული კაფსულის ოთახი, რომელშიც შეგიძლიათ დაისვენოთ.
11. მუსიკალური გზები
იაპონიაში არის გზები, სადაც მართვის დროს სასიამოვნო მუსიკის მოსმენა შეგიძლიათ. რაც ნამდვილად გჭირდებათ გრძელი მოგზაურობის დროს.

12. თემატური კაფეები შინაური ცხოველებით
იაპონელებმა იციან, რომ კატები მნიშვნელოვანია, ამიტომ მათ შექმნეს ათეულობით კაფე, სადაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ და განიტვირთოთ ფუმფულა ცხოველებთან ურთიერთობით.
13. კოტაცუ, მაგიდა გამათბობელით
კოტაცუ არის მაგიდა საბანით და გამათბობლით. იგი შეიქმნა მე -14 საუკუნეში, და დღესაც ბევრი იაპონელის სახლში შეხვდებით. კოტაცუ ევროპაში ძალზე იშვიათია.
14. შეტყობინებების სისტემა
დინამიკები დამონტაჟებულია მთელ იაპონიაში. მათი მთავარი მიზანია მოსახლეობას სახიფათო სიტუაციების (მიწისძვრა, ცუნამი) ინფორმირება. მშვიდ დღეებში ხმამაღლა ისმის სასიამოვნო მუსიკა, გვიან შუადღისას კი ბავშვებისთვის ჟღერს შეხსენება, რომ სახლში წასვლის დროა.

15. ძილი სამსახურში
იაპონიაში ნამდვილად აძლევენ საშუალებას სამსახურში გადაღლილ თანამშრომლებს რომ იქვე, მაგიდასთან დაიძინონ ცოტა ხნით და შემდეგ უფრო ეფექტურად განაგრძონ მუშაობა.