სხვა "ასეთი ბიჭი გყავდათ პროექტში და იმ კაცის პროვოკაციას როგორ მოაგებინეთ?"-იუნა შაფათავა 2023, 26 იანვარი, 13:04 აშშ-ში მცხოვრები იუნა შაფათავა "პრაიმჰაუზის "მონაწილის, კოსტა სანიკიძის მუსიკალურ ვიდეოს აზიარებს საკუთარ გვერდზე და მიაჩნია, რომ პროექტში ამ ახალგაზრდა კაცს უნდა გაემარჯვა და არა იმ "კაცის პროვოკაციას", გურამ შეროზიას: "ვააა…. ახლა ვნახე, კოსტა ვინ არის.
ასეთი ბიჭი გყავდათ პროექტში და იმ
კაცის პროვოკაციას როგორ მოაგებინეთ?
ამ ბიჭს სერიოზული პოტენციალი აქვს: გარეგნობა, ხმა, ნიჭი, სიყვარულის უნარი და არ თამაშობს. უკეთესი სიმღერებიც აქვს, ეს ფოტო მომეწონა.
მაინც, რა არის საქართველო.
იმიტომ კი არა, რომ გურამი ჩვეულებრივი ყალბი პაკაზუხაა, უბრალოდ სამართლიანი უნდა იყოს პროექტი. წარმატებებს ვუსურვებ კოსტას წერე და იმღერე, კარგი ბიჭი ხარ"-წერს იუნა შაფათავა.
შეგახსენებთ, „პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის გამარჯვებული ხალხის გადაწყვეტილებით გურამ შეროზია გახდა. "პრაიმ ჰაუსი"რეალითი შოუა, რომელიც რუსთავი-2-ზე გადიოდა, მონაწილეების ვალდებულებაში იყო ერთად ცხოვრება, გამოწვევების გადალახვა და დავალებების შესრულება -გამარჯვებისთვის14 ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანი იბრძოდა.ყოველ შაბათს პროექტს თითო მონაწილე ტოვებდა თავად პროექტში მონაწილეების გადაწყვეტილებით.გამარჯვებული გასული წლის 31 დეკემბერს გამოვლინდა. 348 3-ს მოსწონს
|