x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორ პასუხობს ჰაიდი კლუმი დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ კომენტარებს
image

49 წლის ჰაიდი კლუმი გერმანელი სუპერმოდელი, მსახიობი და ტელეწამყვანია. ასაკი კი არ უშლის ხელს და იგი ხშირად იცვამს გამჭვირვალე სამოსს, კამერის წინ შიშვლდება და ცეკვავს საცვლების ამარა. მოკლედ უკომპლექსო ჰაიდი თავს აბსოლუტურად ყველაფერის უფლებას აძლევს.


image

თუმცა, ბევრი ვარსკვლავი გვერდს ვერ უვლის გაკიცხვას, ლანძღვას და სიძულვილსაც კი საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან.არც გერმანელი ვარსკვლავია გამონაკლისი. სოციალურ ქსელებში მისი პოსტების ქვეშ კომენტარებში ხშირად გვხვდება დამცინავი და შეურაცხმყოფელი კომენტარები, ასე მაგალითად: „ბებია, დალიე დამამშვიდებელი საშუალება“ ან „ჩაიცვი რამე მაინც! უხერხულია შენს ასაკში ამ ფორმით გამოჩენა." და სხვა.


image

თუმცა მსგავსი კომენტარები როგორც ჩანს, კლუმს მაინცდამაინც არ ადარდებს. ის, ალბათ, ყველაფერ ამას ახალგაზრდა ქმრისთვის ცდილობს. 3 წელია, რაც იგი Tokio Hotel-ის გიტარისტ ტომ კაულიცის ცოლია, რომელიც კლუმზე 17 წლით უმცროსია.


image

ასაკობრივი სხვაობა ხელს არ უშლის მათ ურთიერთობას, წყვილი ყველაფერში ავსებს ერთმანეთს. მათ აერთიანებს ერთობლივი დასვენება:ეს იქნება ჰიდროციკლით სეირნობა, ზღვაში ცურვა თუ სხვა . ასევე 4 შვილთან ერთად დროის გატარება, რომელიც კლუმს პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ტომს მათთან შესაანიშნავი ურთიერთობა აქვს.

ინტერნეტში მათი ურთიერთობის შესახებაც არის საკმაოდ დამაცირებელი კონენტარები: "მკვეხარა", "ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელდება."

image

ჰაიდი შეურაცხმყოფელ კომენტარებს ასე პასუხობს: „უბრალოდ უნდა იცხოვრო ბედნიერი ცხოვრებით ისე, რომ არ იფიქრო იმაზე, თუ რას ფიქრობს შენზე ხალხი. ამაზე შფოთვა, ხომ ნაოჭების გაჩენას იწვევს".


მართლაც, ის აბსოლუტურად მართალია! ნებისმიერ ასაკში უნდა დატკბე ცხოვრებით და გიყვარდეს საკუთარი თავი.


ჰაიდი კლუმი დაიბადა 1973 წლსი 1 ივნისს, გრებდიშ-ბლაგდახში, ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია, გფრ, 1990-იანი წლებიდან ჰაიდი ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ მოდელად. მისი კარიერა დაიწყო 1992 წელს, როდესაც ის აირჩეს 25 000 გოგონათა შორის. ამავე წელს გააფორმა კონსტრაქტი და უკვე 1993 წლის დასაწყისში აშშ-ში საცხოვრებლად გაემგზავრა. 1998 წელს ჰაიდი გამოჩნდა „Sports Illustrated“-ის გარეკანზე, რომლის ტირაჟი აშშ-ში 20 მილიონს აღწევს. ამასთან ერთად ის „Victoria's Secret“-ის ერთ-ერთი მთავარი „ანგელოზი“ გახდა. შემდეგ იყო „Vogue-სა“ და „ELLE“-ის ყდები.


როგორც მსახიობი ცნობილი გახდა სერიალებიდან "სექსი დიდ ქალაქში" "სასოწარკვეთილი დიასახლისები", "როგორ შევხვდი დედაშენს" და ფილმებიდან "მოჯადოებული ელა" და "ინგლისელი დალაქი".

0
396
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
396
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0