სხვა ბილ გეიტსმა მომავალ თაობებს ნათელი და ბედნიერი მომავალი უწინასწარმეტყველა 2023, 26 იანვარი, 11:18
ამერიკელი მილიარდერი ბილ გეიტსი, რომელიც უმეტესად კაცობრიობის არსებობისთვის გლობალური საფრთხეების შესწავლას უთმობს დროს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება ან პანდემია, თქვა, რომ ამჟამინდელ და მომავალ თაობას ბევრად გაუმართლა იმათთან შედარებით, ვინც ადრე ცხოვრობდა.
ამის დასამტკიცებლად გეიტსმა სტატისტიკური მონაცემები მოიშველია: 300 წლის წინ ადამიანების უმეტესობა 40 წლის ასაკამდე იღუპებოდა, დღეს კი აშშ-ში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ 76 წელს გადააჭარბა. სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ მსოფლიოში ყველაზე მაღალი იყო ბავშვთა სიკვდილიანობა, ახლა კი ეს მაჩვენებელი უახლოვდება მინიმუმს და მედიცინის სფეროში მიღწეული პროგრესი საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოდ, რომ უახლოეს მომავალში კაცობრიობა დაამარცხებს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა კიბო და პოლიომიელიტი. გეიტსმა აღნიშნა, რომ ყველა ინოვაცია არ არის სასარგებლო ადამიანებისთვის, მაგალითად, ბირთვული ან ბიოლოგიური იარაღი, მაგრამ მას მიაჩნია, რომ კაცობრიობას ეყოფა საღი აზრი, რომ არ მოისპოს საკუთარი თავი. – მსოფლიოში ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებენ განათლებას, ინსტრუმენტების ხარისხი, რომლებიც დღეს გვაქვს ინოვაციების გასაუმჯობესებლად, იქნება ეს ჯანმრთელობა, ენერგეტიკა თუ განათლება, ეს არის ფანტასტიკური რამ… თანამედროვეობას ასევე აქვს გარკვეული რისკები, მაგრამ მთლიანობაში. წარმოუდგენლად ოპტიმისტური ვარ გამნწყობილი-განაცხადა მილიარდერმა. რადგან კიბო ვახსენეთ, ამა წლის იანვრის დასაწყისში გაერთიანებული სამეფოს მთავრობა იუწყებოდა, რომ თანამშრომლობას იწყებს გერმანულ კომპანია BioNTech-თან და შემოდგომაზე, ერთობლივად დაიწყებენ კიბოსა და სხვა დაავადებების ვაქცინების ცდებს. Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის შემქმნელი მეცნიერები ამბობენ, რომ მათი შემდეგი სამიზნე კიბოა — პროექტის ფარგლებში, ვაქცინები შექმნილია mRNA ტექნოლოგიაზე, რომლის გამოყენებითაც, BioNTech-მა Pfizer-თან ერთად შექმნა ეფექტიანი ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ. ახალი პროექტის მიზანია, გაერთიანებულ სამეფო 2030 წლამდე მიაწოდოს 10 000 პერსონალიზებული სამკურნალო საშუალება. ცდები არაუგვიანეს შემოდგომამდე დაიწყება. კიბოს მკურნალობის ყველაზე გავრცელებულ საშუალებებად ამ დრომდე რჩება ქირურგიული ჩარევა (სიმსივნური უჯრედების ამოკვეთა), რადიოთერაპია (კიბოს უჯრედების დაწვა) და ქიმიოთერაპია (კიბოს უჯრედების გამრავლების შეჩერება მათი მოკვლის გზით). ქიმიოთერაპია მკაცრი გვერდითი ეფექტებით გამოირჩევა. ბოლო ათი წლის განმავლობაში გამოჩნდა ახალი სამკურნალო საშუალებებიც, მაგალითად, იმუნოთერაპია, რომლის მუშაობის პრინციპიც ასეთია: ბლოკავს კიბოს უჯრედებზე არსებულ რეცეპტორებს (ცილებს, სახელად CTLA-4, PD1 და PDL1). ჩვენმა იმუნურმა სისტემამ უკვე იცის, როგორ ებრძოლოს კიბოს, მაგრამ იმუნური სისტემისგან თავის დასაღწევად, კიბოს უჯრედები სწორედ ამ ცილებს იყენებენ. ამ რეცეპტორების დაბლოკვის შემდეგ, იმუნურ სისტემას შეუძლია ამოიცნოს კიბო, როგორც საფრთხე და მოკლას. 170 2-ს მოსწონს
|