x
მეტი
  • 14.04.2024
  • სტატია:134306
  • ვიდეო:352656
  • სურათი:508399
ნუთუ ეს ყველაფერი მართლა იყო? იყო! - 10 ისტორიული ფოტო-ფაქტი

image


თქვენ წინაშეა ისტორიული კადრების მორიგი სერია, რომლის წყალობითაც უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ ჩაუღრმავდეთ წარსულის ეპოქის ატმოსფეროს და გაიხსენოთ ის ისტორიად ქცეული კადრები, რომელიც აღარასდროს განმეორდება.


image


ქუჩის ვაჭრობა საბჭოთა პერიოდში ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ასე არა მხოლოდ ხილ-ბოსტნეულს, არამედ ტანსაცმელს, წიგნებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებსაც კი ჰყიდნენ, თუმცა ასორტიმენტი არც იმდენად მრავალფეროვნი იყო.


image


ეს კოსმოსის ყველაზე პირველი ფოტოა, გადაღებული დიდი ხნით ადრე, ვიდრე ადამიანი კოსმოსში გაფრენას შეძლებდა. ფოტო 1946 წლით თარიღდება.


image


არა, თავზე გალია დადგმული ოდრი ჰეპბერნი არ გაგიჟებულა. ის ამ ფორმით ბალ - მასკარადზე გამოცხადდა, რომელიც როტშილდებმა 1972 წელს მოაწყეს. იქ ყველა ასეთ უცნაურ ფორმაში იყო გამოწყობილი.


image



მუჰამედ ალი ახალგაზრდობაში ნამდვილი დენდი იყო! სტილი, ფიგურაზე იდეალურად მორგებული კოსტიუმი - მოკლედ, მასზე ყველაფერი სრულყოფილად გამოიყურებოდა.



image



პატარძლის დილა ყველა დროში ყოველთვის ერთნაირად იწყებოდა - გამოპრანჭვით და მეჯვარეების გვერდში დგომით


image


ყველა ქალის ოცნებაა - რაც შეიძლება დიდი ხნით დარჩეს ახალგაზრდა და მომნუსხველი, ჰოდა ამისთვის ისინი არც კურდღლებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებზე ამბობენ უარს.


image


ქალის სილამაზე - წმინდა სუბიექტური ცნებაა. ზოგს ნაზი ქალბატონები მოსწონს, ზოგსაც - ძლიერი ქალები.


image


ეს სტუდენტური შეხვედრა არ გეგონოთ, ეს ოსამა ბინ ლადენის ძმებისა და დების ფოტოა. ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი ფოტოზე მარჯვნიდან მეორეა. "ალ-ქაიდას" ყოფილი დამფუძნებელი მდიდარ ოჯახში დაიბადა, სადაც არც მეტი, არც ნაკლები სულ 56 ბავშვი იზრდებოდა, თუმცა მოჯაჰედებთან გაცნობამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.


image


გასული საუკუნის შუა წლებში ამერიკაში გორგოლაჭებზე სრიალი ან სკეიტბორდზე დგომა ძალიან მოდურ ფიზიკურ აქტივობად ითვლებოდა, და თან დამცავ ამუნაციას არც არავინ ატარებდა, აი, მაშინ იყვნენ მამაცები თუ იყვნენ.


image


ცნობილი კაბარეს - "მულენ რუჟის" პირველი მოცეკვავეები იმ პერიოდისთვის საკმაოდ ემანსიპირებული ქალბატონები იყვნენ, თუმცა სცენაზე 100 % -ით იხარჯებოდნენ.






0
1421
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1421