x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508447
ასეთი რამ ჯერ არ გინახავთ: 10 ისტორიული ფოტო, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

image


გიცდიათ ისტორიის ფოტოების საშუალებით შესწავლა? წარსულის ერთ კონკრეტულ მომენტში გაყინულ კადრს, თითქოს ისეთი არც არაფრის მოყოლა შეუძლია, თუმცა ზოგიერთ მათგანს ნამდვილად შესწევს უნარი თქვენი მსოფლმხედველობა შეცვალოს და წარსულის არაერთ საიდუმლოსაც ახადოს ფარდა. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 10 უნიკალურ ფოტოს, რომლებსაც ადამიანები ასი წლის შემდეგაც ნახავენ.


image


მერლინ მონრო ჩვენგან ნახევარი საუკუნის წინ წავიდა, თუმცა მისი იმიჯით ფულის შოვნას ადრეც ცდილობდნენ და დღესაც აგრძელებენ. 1990 წლის ფოტოზე ლეგენდარული მომღერალი მადონა მერლინ მონროს მსგავსი ვარცხნილობით, მაკიაჟითა და ტუჩზედა ხალით პოზირებს. პოპ-დივა ფრანგმა ფოტოგრაფმა პატრიკ დემარშელიემ გადაიღო, რომელიც ოდესღაც პრინცესა დიანას პირადი ფოტოგრაფი გახლდათ.


image


კორონავირუსისგან დამცავი პირველი ნიღბები? უცნაური სათვალეები? თუ აქსესუარები ჰელოუინისთვის? რა თქმა უნდა, არც ერთი! ეს 1939 წლის ნიღბებია, რომლებსაც ადამიანები ქარბუქის დროს უნდა დაეცვა. საკმაოდ კომფორტულია - არც სახის კანს აშრობდა და მაკიაჟსაც იცავდა.


image


და თქვენ რის წასაკითხად ხართ მზად სრულ მარტოობაში? ინდოეთში კაცი ფუღუროში წიგნით შეძვრა, სადაც ის ცნობისმოყვარე ფოტოგრაფმა 1900 წელს ფირზე აღბეჭდა.


image


ალბათ, ბევრ ჩვენგანს აქვს ბავშვობის დროინდელი უჩვეულო ფოტოები. ამ პატარა ბიჭს კი განსაკუთრებით გაუმართლა - ის ორ გიგანტურ ლობსტერთან ერთად გადაიღეს, რომლებიც ნიუ - ჯერსის სანაპიროსთან დაიჭირეს. ფოტო უოლტერ ლ. ბიზლის მიერ 1905 წელს არის გადაღებული.


image


ამ ლეგენდარულმა ინგლისელმა რეჟისორმა უდიდესი გავლენა იქონია თრილერის ჟანრზე და ისეთი პოპულარული ფილმები გადაიღო, რომლებსაც კინომანები დღესაც დიდი ინტერესით უყურებენ. ალფრედ ჰიჩკოკის ცნობილი ფილმებია - "ფანჯარა ეზოს მხარეს ", "თავბრუსხვევა", "ფსიქო" და სხვა. ფოტო ყვავთან ერთად 1955 წელს არის გადაღებული, მისი მისტიკური თრილერი "ჩიტები" კი ეკრანებზე 1963 წელს გამოვა.


image


ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ კარლ ფაბერჟეს ამ "ზამთრის კვერცხს" რომ შეეხოთ, შეიძლება ყინულმაც კი დაგწვათ. ოსტატმა საკუთარი ნამუშევრით ზამთრისთვის სახასიათო განწყობა და მთელი კომპოზიციის სიმყიფე გადმოსცა. ხელოვნების ეს ნიმუში 52 საიმპერატორო სააღდგომო კვერცხიდან ერთ-ერთია, რომელიც ფაბერჟემ რუსეთის იმპერატორის ოჯახისთვის 1913 წელს შექმნა.


image


"ატომური დალი" - ფილიპ ჰალსმანის 1948 წლის ფოტო. მასზე იპოვით მხატვარს სალვადორ დალის, სამ კატას, მოლბერტს, წყალსა და სკამს. ყველა მათგანი ჰაერშია გამოკიდული. კადრი დიდი ხნის განმავლობაში ვერ გამოდიოდა - ჩვენ წინაშე 28-ე მცდელობის შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ასეთი კომპოზიციის ფოტოშოპში გაკეთება მარტივად შეიძლება, ის ამდენ ძალისხმევად მაინც ერთმნიშვნელოვნად ღირდა.

image


ორი მამაცი კაცი - მეტეოროლოგი ჩარლზ რაიტი და გეოლოგი თომას გრიფიტი 1911 წლის 5 იანვარს აისბერგის ფერდობზე მღვიმის შესასვლელთან. შორს გემიც მოსჩანს, რომლითაც ექსპედიცია ადგილზე ჩავიდა, თუმცა კიდევ ერთი ადამიანი გვავიწყდება გაბედული - ფოტოგრაფი, რომელიც გამოქვაბულში დგას. ყინული კი იმდენად მოლიპული და მყიფე ჩანს, რომ ერთი არასწორი ნაბიჯი და ყველაფერი ყინულის მილიონ ნაწილად დაიფშვნება.


image


თქვენ წინაშე 1924 წლის "ძროხის ფეხსაცმელია". ყველაფერი "მშრალი კანონით" დაიწყო, რომელიც შეერთებული შტატების ტერიტორიაზე 1920 წლიდან 1933 წლამდე მოქმედებდა. ამერიკის ხელისუფლებას სწორედ ამგვარად სურდა ერის გაჯანსაღება. არსებული კანონის გამო, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები რომელთა პროდუქციაც უკანონოდ იყო მიჩნეული ძალიან დაზარალდნენ, ამიტომ მათ საკუთარი ბიზნესის გასაგრძელებლად ერთი ხრიკი მოიფიქრეს - მათ ბიზნესი საძოვრებზე გადაიტანეს, ხოლო პოლიციას ისინი ფეხსაცმლის კვალით რომ ვერ გაერკვია, ისინი ძირებზე ძროხის ჩლიქებს იცვამდნენ, თუმცა საბოლოოდ, ისინი საკუთარმა კონკურენტებმა მაინც "ჩაუშვეს".


image


ყველაზე განსხვავებულ ადამიანებსაც კი შეუძლიათ საერთო ენის პოვნა. ევროპის ყველაზე დაბალი, ყველაზე მაღალი და ყველაზე მსუქანი კაცი ბანქოს თამაშობს, ​​სიგარას ეწევა და ლუდს მიირთმევს, 1913 წლის ფოტო







0
1117
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1117