x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"გგონიათ ამ ტროლქალას რომ დაანამუსებთ და შეარცხვენთ შერცხვება? ნწუ! პირიქით"- ვისზე საუბრობს ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი "
პოსტ ტვ"- ის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მიერ, შუა ქუჩაში პუბლიცისტისა და პოლიტიკოსის ლევან ბერძენიშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:


"როგორ მიყვარხართ ის ხალხი, ვინც ქოცების ტროლქალას თავდასხმის გამო საჭიროდ თვლით ლევან ბერძენიშვილს მხარდაჭერა გამოუთქვათ. მართლა საყვარლად გულუბრყვილოები ხართ, წესიერი ხალხი.ხოდა, მე, როგორც ცივსისხლიანი მაიმუნი გამოცდილებას გაგიზიარებთ: იგნორირება ქოცების ტალახის კონტეინერისთვის არის ყველაზე სწორი და ეფექტური პასუხი. როგორც დიხლაფოსი ტარაკნებზე ისე მოქმედებს იგნორირება მაგათზე. ჩემსკენ პრაქტიკულად ამოწყდნენ ტროლები.


როცა უკიდურესად გკიდია და ვერ აღწევენ ვერც შენს ემოციურ და ვერც საინფორმაციო ველში, უბრალოდ იღლებიან და ქრებიან. თქვენი რეაქციებით მხოლოდ აძლიერებთ ამ სიბინძურის მანქანას. თქვენ გგონიათ ამ ტროლქალას რომ დაანამუსებთ და შეარცხვენთ შერცხვება? ნწუ! პირიქით, ჩათვლის რომ სწორად მოიქცა, შედეგი დადო, პატრონებიც შეაქებენ, რომ “ლიბერასტები ააწრიალა“, პრემიასაც მიიღებს და უფრო მეტი შემართებითაც განაგრძობს. ლევან ბერძენიშვილის ერთი ლექცია თომას მანზე მირჩევნია მთელ საქოცეთს და სატროლეთს. ეგღა მაკლია ლევან ბერძენიშვილი დავიცვა მაგ ძუნკალებისგან. არ სჭირდება."- ვკითხულობთ ტელეწამყვანის პოსტში.


ცნობისთვის, პრორუსული "POSTV"-ის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ ლევან ბერძენიშვილი ქუჩაში გააჩერა და მას მთელი საქართველოს სახელით განუცხადა რომ ის "არაკაცია":


"ერეკლე მეფე გმირი იყო და თქვენ არაკაცი ხართ".


შეგახსენებთ, რომ "რესპუბლიკური პარტიის" დამფუძნებელმა, ლევან ბერძენიშვილმა ცოტა ხნის წინ, ერეკლე მეფესთან დაკავშირებით განაცხადა რომ ის მოღალატედ უნდა გამოცხადდეს, ვინაიდან მისი თქმით, ერეკლე მეფე თავისდაუნებურად საქართველოს ინტერესების წინაააღმდეგ მოქმედებდა.


ამის გამო ის პრორუსული ორგანიზაციების მხრიდან თავდასხმის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. ერთ-ერთი ბოლო ასეთი შემთხვევა კი ყვარელში მოხდა, სადაც ბერძენიშვილს საჯარო ლექცია უნდა წაეკითხა, თუმცა მას ამის საშუალება იქ წინასწარ დახვედრილმა ადამიანების ბრბომ არ მისცა, მაშინ თავად ბერძენიშვილმა ამ აქციას ხელისუფლების მხრიდან მართული უწოდა.







0
213
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
213