x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
როგორ თრგუნავდნენ მონაზვნები მამაკაცებისადმი ლტოლვას
image


ბერ-მონაზვნობის ინსტიტუტის არსებობის შესახებ არა მხოლოდ ქრისტიანობისთვის, არამედ მსოფლიოს სხვა რელიგიებისთვისაც უკვე მრავალი ასეული წლის განმავლობაშია ცნობილი, ამიტომ მისი არა მხოლოდ ღირსებების, არამედ პრობლემების შესახებაც ყველამ ყველაფერი იცის. ყველა მსურველს ვისაც საკუთარი ცხოვრების ყოვლისშემძლისთვის მიძღვნა სურს ან სიცოცხლის აზრის ძიებაშია მთლიანად უნდა თქვას უარი ამქვეყნიური ცხოვრების ცდუნებებსა და სიამოვნებებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება ფოკუსირება მისიაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროა ზომების მიღება რათა ეს არ მოხდეს. მეტიც, სერიოზული რელიგიური მოშურნეობის შემთხვევაშიც კი, არაფერი ადამიანური არ არის უცხო ბერებისთვის და მონაზვნებისთვის - ისინიც ხომ ადამიანები არიან და უმეტესწილად სულაც არ არიან წმინდანები. კერძოდ, მათ ასევე აქვთ მიზიდულობა და ლტოლვა საპირისპირო სქესის მიმართ, რაც მონაზვნობაში მიუღებლად და ცოდვადაც კი ითვლება. როგორ უმკლავდებიან ბერ-მონაზვნები საპირისპირო სქესისადმი მოძალებულ სურვილებს? სწორედ ამაზე ვისაუბრებთ დღევანდელ სტატიაში.



image



ცოდვილი აზრებისგან ყურადღების გადატანა ტკივილის მეშვეობით


მრავალსაუკუნოვანმა პრაქტიკამ შესაძლებელი გახადა საპირისპირო სქესისადმი მიზიდულობის დასათრგუნად საიმედო გზების პოვნა, და უნდა ითქვას რომ ის როგორც მამაკაცების, ასევე ქალების შემთხვევაში ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებოდა, თუმცა ამ უკანასკნელისთვის ის გარკვეულწილად უფრო მსუბუქი იყო, ვინაიდან ფიზიკურ დასჯას მათ წინააღმდეგ ბერებისგან განსხვავებით იშვიათად მიმართავდნენ, რომლებსაც უხამსი აზრების გაჩენის შემთხვევაში ხორცის დამშვიდებას თვითწამების გზით ურჩევდნენ. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში ბერები თავს მათრახით იცემდნენ, რათა ტკივილს ხორციელი სურვილები გადაეწონა და ჯვარცმის წინ ქრისტეს ტანჯვა შეეხსენებინა.



image


ამ სახის "დამშვიდებას" ძლიერი ეფექტი ჰქონდა და ბერები გონს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოდიოდნენ, თუმცა ამის შემდეგ ქალებთან ურთიერთობაზე ფიქრი მათ როგორც წესი, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში აღარ აწუხებდათ, ამიტომ საპირისპირო სქესისგან ყურადღების ამგვარად გადატანა დასაშვებად ითვლებოდა, ის ხომ ეშმაკის ცდუნებას უტოლდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საჭირო იყო მასთან ნებისმიერი საშუალებით ბრძოლა.



image



ანალოგიურ შემთხვევებში ამჯერად, მონაზვნებთან მიმართებაში მათთვის "სწორი აზრების" ჩასანერგად უფრო მსუბუქ ხერხს მიმართავდნენ, რაც ე.წ. "ვერიგის" ტარებას გულისხმობდა. ასე ერქვა რკინის სპეციალურ ნაკეთობას – ჯაჭვებს, რომლებსაც ასკეტები შიშველ სხეულზე ხორცის დასამდაბლებლად და ხორციელი სურვილების დასათრგუნად ატარებდნენ. მათი წონა ჩვეულებრივ რამდენიმე კილოგრამს შეადგენდა, რაც გადაადგილებისას ძალიან მტკივნეულ შეგრძნებებს იწვევდა, ასეთი აღჭურვილობა ხელს უწყობდა მამაკაცებით ზედმეტად დაინტერესებული მონაზონთა გონებიდან უხამსი და შეუფერებელი აზრების განდევნას.




ცოდვილი ფიქრებისგან ყურადღების გადატანა მძიმე შრომით


თუმცა, ეს ყველაზე უკიდურესი საშუალება გახლდათ, როგორც წესი, "რწმენის ნაკლებობის" შემთხვევაში ზემოქმედების უფრო მარტივ მეთოდს მიმართავდნენ, რაც მძიმე ფიზიკურ შრომას გულისხმობდა, რომელიც დიდ დროს საჭიროებდა და მონაზონს საფიქრელად არც ზედმეტ დროს უტოვებდა. მაგალითად, ეს შეიძლება ყოფილიყო სამონასტრო შენობების დასუფთავება, სამზარეულოს სხვადასხვა სამუშაოები, პირუტყვისა და ფრინველის მოვლა, ბაღის გამარგვლა, მოსავლის აღება და ა.შ. მონასტრებს ხომ საკუთარი მიწები ჰქონდა, რომლის დასამუშავებლადაც ადგილზე ყოველთვის საკმარისი ხალხი არ იყო, და მონაზვნებთან ერთად ბერებს, ისევე როგორც ახალბედებს, საკუთარი თავის გამოკვება ხშირად თავადვე უწევდათ.


image


საბოლოოდ, მონასტერში წასული ადამიანი გარესამყაროსთან ყოველგვარ კავშირს წყვეტდა და საეკლესიო ხელისუფლების ნებართვის გარეშე მასთან ვეღარ კონტაქტობდა. მონაზვნები ყველაზე საჭირო რელიგიური ნივთების გარდა, სხვა არანაირ სამკაულს არ ატარებდნენ, მრავალსაათიან ლოცვას აღავლენდნენ, რაც "ქრისტეს პატარძლებს" ტრანსში აგდებდა და მათ არასაჭირო ვნებებისგან ყურადღების გაფანტვაში ეხმარებოდა. ეს ყველაფერი ერთად აღებული საკმაოდ ეფექტურად მუშაობდა და დღესაც მუშაობს, რა თქმა უნდა, წარსულის უკიდურესი და ძალიან მკაცრი ზომების გამოკლებით. მართალია, ყველა ეს მეთოდი გარანტირებულ 100 % შედეგს ვერ იძლეოდა, რადგან ევროპულ შუა საუკუნეების ხელოვნებაში ტყუილად ხომ არ არსებობს მონაზვნების საკუთარ "კოლეგა" ბერებთან მანკიერი ურთიერთობების ამდენი შემთხვევები.



0
1416
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1416