x
image
მარიამმ პაიჭაძე
„ამას თავი შიგნიდან ეფხანება, ამ ნამუსგარეცხილს?!" - რას წერს გელა ზედელაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანზე
გელა ნანუკა


ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ჟურნალისტის, ტელეწამყვანისა და პოლიტიკოსის ნანუკა ჟორჟოლიანის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ამას თავი შიგნიდან ეფხანება?!

მოკლედ, მერაბ მეტრეველს ნანუკა ჟორჟოლიანი დაუმარტოხელებია და აკარაკულ რაღაცებს ალაპარაკებს.


- ჩვენთვის ესენი რუსები არიან, მერაბ... ჩვენთვის და ბევრისთვის ამ ხელისუფლებაში რუსები არიან.
- კეზერაშვილს რა უნდა, რას ჩალიჩობს?
- ამ ქვეყანაში დაბრუნება და ცხოვრება უნდა, ადამიანური ურთიერთობები უნდა... რა, ესენი რო რუსები არიან, კეზერაშვილისთვის ეს არ არი ფაქტორი? ჩემი აზრით, ნორმალურ და ჯანსაღ ადამიანს, ვისაც ეს ქვეყანა უნდა, რუსი ხელისუფლებაში არ უნდა.
- კი, მაგრამ არსებობს კითხვები, როგორ იშოვა მილიარდები.
- სხვათა შორის, მილიარდები კეზერას აქ არ უშოვია, რომ წავიდა, მერე იშოვა.

გესმით?!



ნანუკამ, კეზერაშვილს მილიარდები აქ არ უშოვია, რომ წავიდა, მერე იშოვაო, პატიოსანი შრომითო, ბიჭმა ხელები გადაიტყავა მუშაობითო... ჰოდა, ახლა დაბრუნება უნდა, ურთიერთობები უნდა... ყველაფერს თავი დავანებოთ, ამ ხელისუფლებაში რომ რუსები არიან, რა, კეზერასთვის ეს მტკივნეული არ არის?
ჰა? როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილი რომ რუსია, კეზერას ეს არ აწუხებს? არ განიცდის?!


ღმერთო, უფალო... განა უნამუსოთა უნამუსობას არ უნდა ედოს არავითარი ზღვარი? როგორ, განა უნამუსოთა უნამუსობას არ უნდა ამოედოს ზღუდე და ლაგამი? განა უნამუსოთა ასეთი სიტატრაყუნე არ არის ფურთხის ღირსი?
სხვათა შორის, კეზერას მილიარდები აქ არ უშოვიაო... რომ წავიდა, მერე იშოვაო... ერთი ვეღარ თქვა, გეშლებათ, ეგ ბიძინა ივანიშვილია, 2008 წლის ომის დროს რომ გამდიდრდაო. მალე მაგასაც იტყვიან, ჭკუა დაუშლით თუ გონება?!


გეუბნებით, ამას თავი შიგნიდან ეფხანება, ამ ნამუსგადარეცხილს!", - წერს გელა ზედელაშვილი.


გელა






0
187
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0