x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ნიანგმა წყალში დამხრჩვალი ბავშვი მშობლებს ზურგზე შესმულმა მიუყვანა (ვიდეო+18)
image

ინდონეზიაში საკმაოდ უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა.



ინდონეზიის აღმოსავლეთ კალიმანტანის რეგიონში ტრაგედია მოხდა - ბიჭი, რომელიც მუარა-ჯავაში, საკუთარ სახლთან თამაშობდა, წყალში დაიხრჩო.


ოთხი წლის მუჰამედ ზიად ვიჯაია მდინარე მაჰაკამში ჩავარდა და წყლიდან თავისით გამოსვლა ვეღარ შეძლო.



მაშველები ბავშვის ცხედრის პოვნას უშედეგოდ ცდილობდნენ.


ამის შემდეგ, დამწუხრებული მშობლები ნავით მდინარეზე საკუთარი ძალებით წავიდნენ ბიჭის ცხედრის საძებნელად.


ძებნის დროს, რაღაც მომენტში დაინახეს, რომ მათკენ მიცურავდა ნიანგი, რომელსაც ზურგზე ბავშვის სხეული ედო.

image

ამ გასაოცარ შემთხვევის შესახებ წერს გამოცემა Gulf Today-ი, რომელიც შემთხვევის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.


გავრცელებული ინფორმაციით, მშობლებმა გარდაცვლილი ბიჭი ნავზე გადასვეს, რის შემდეგაც ნიანგმა გაცურა.


შემდგომში დათვალიერებისას დადგინდა, რომ ბავშვის სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ქვეწარმავლის კბილების კვალის გამოკლებით, რომელიც ბიჭის გარდაცვალების შემდეგ დააჩნდა.სავარაუდოდ ნიანგმა ბავშვის ცხედარი მდინარის ფსკერზე იპოვა, კბილები ჩაავლო და ზურგზე შეიგდო, უცნობია, თუ რამდენ ხანს დაცურავდა ნიანგი ზურგზე ბავშვის გვამით.


ყურადღება!!! ვიდეო +18!!!


0
316
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0