x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
13 საინტერესო ფაქტი სხვადასხვა თემაზე, რომელთა შესახებ წიგნებში არ წერია

შესაძლებელია თუ არა დღეში ოთხი საათის ძილი? ვის გამოსდის ტირილის მიბაძვა? შეიძლება სიმღერა მხოლოდ წამ-ნახევარი გაგრძელდეს? საინტერესო ფაქტები სხვადასხვა თემაზე:

1. ჟესტი «Оkay»

ბევრ ქვეყანაში ეს ჟესტი თანხმობას ან რაიმეს მოწონებას ნიშნავს, ბრაზილიაში ამ ჟესტით უხეშად მოუწოდებენ თანამოსაუბრეს, რომ წავიდეს.image

2. ყველაზე “გველებიანი" ადგილი

მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, ყავისფერი ხის გველი შემთხვევით შეიყვანეს გუამში. ის შხამიანია, მაგრამ არა საშიში ადამიანებისთვის, თუმცა კატასტროფა გახდა კუნძულის ფაუნისთვის. გველებმა დახოცეს ყველა ჩიტი. ადრე გუამზე საერთოდ არ იყო გველები, ახლა კი მათი სიმჭიდროვე 2000 კვადრატულ კილომეტრზეა, რაც ამ ადგილს პლანეტის ყველაზე „გველებიან“ ადგილად აქცევს.image

3. სახელგანთქმული სამურაი

იაპონურად არის ცალკე სიტყვა "ცუჯიგირი". თანამედროვე ენაზე ეს სიტყვა ნიშნავს მანეკენზე კატანას დარტყვმის ვარჯიშს. ადრე ეს ნიშნავდა სიტუაციას, როდესაც სამურაი, ახალი კატანის მიღების ან ბრძოლის ახალი სტილის შესწავლის შემდეგ, შემთხვევით გამვლელზე, სიბნელეში “ამოწმებდა" იარაღის ეფექტურობას. ეს პრაქტიკა გავრცელდა სენგოკუს პერიოდში, როდესაც იაპონია დანაწევრებული იყო. მოგვიანებით, ასეთი იარაღით გამოცდა აიკრძალა, ხოლო დამნაშავისთვის სასჯელი სიკვდილით დასჯა იყო.image

4. პლანეტის საუკეთესო სანაპირო

გრეის ბეი პლაჟი ტერქსსა და კაიკოსის კუნძულებზე, TripAdvisor-მა მსოფლიოს საუკეთესო პლაჟად დაასახელა.image

5. 1.3 წამიანი სიმღერა

ბრიტანულმა დეტ-მეტალმა ჯგუფმა Napalm Death-მა ჩაწერა სიმღერა "You Suffer" 1.316 წამიანი. იგი ითვლება ყველაზე მოკლე სიმღერად მსოფლიოში. ის შეიცავს მხოლოდ ერთ ფრაზას: "იტანჯები - მაგრამ რატომ?", თუმცა ამის გარჩევა ძალიან რთულია.image

6. განსასჯელები, რომლებიც ჯალათს ითხოვენ

2016 წელს ზიმბაბვეს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ყველა სასიკვდილო განაჩენის აღსრულება განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა, იმ მიზეზით, რომ შტატში არცერთი ჯალათი დარჩა. ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც საჩივარი რამდენიმე სიკვდილმისჯილმა შეიტანა. მსჯავრდებულებმა განაცხადეს, რომ ისინი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ სიკვდილით დასჯაზე, რითაც დაირღვეს მათი უფლებები.image

7. სამხრეთ აფრიკა

სამხრეთ აფრიკაში ყოველი მეოთხე მამაკაცი მოძალადეა. სტატისტიკის მიხედვით გოგოებს უფრო ხშირად გაუპატიურებენ, ვიდრე კითხვას სწავლობენ.image

8. როგორ ებრძვიან ჭიანჭველები სოკოს პარაზიტს

თუ ჭიანჭველები აღმოაჩენენ, რომ მათი “ნათესავი" დაინფიცირდა პარაზიტული სოკოს სპორით, ისინი არ ტოვებენ მას, არამედ ატარებენ სათემო ვაქცინაციის პროცედურას. ინფიცირებული ჭიანჭველა მცირე რაოდენობით სპორებს გადასცემს ჯანმრთელ ჭიანჭველებს, რაც არ არის საკმარისი სრული ინფექციისთვის, მაგრამ მწერის იმუნური სისტემა უკეთესად ებრძვის პარაზიტს.image

9. დისოციაციური ფსიქიკური აშლილობა

ბილი მილიგანი არ არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც აწუხებდა დისოციაციური ფსიქიკური აშლილობა. გერმანიის ერთ-ერთი კლინიკის 33 წლის პაციენტი კლინიკაში შესვლამდე 13 წლით ადრე დაბრმავდა. ავარიის შემდეგ სიბრმავე გაუჩნდა. მიმართვის მიზეზი იყო პიროვნების დისოციაციური აშლილობა - პაციენტში თანაარსებობდა ათზე მეტი პიროვნება, რომლებიც საოცრად განსხვავდებოდნენ ასაკით, სქესით და ხასიათის თვისებებით. თერაპიის დროს, მისმა ერთ-ერთმა პიროვნებამ, თინეიჯერმა ბიჭმა, დაიწყო ხედვადა შემდგომში თითქმის ყველა სხვა პიროვნება ხედავდა, გარდა ორისა. ენცეფალოგრაფით შემოწმებამ აჩვენა, რომ პაციენტი აბსოლუტურ სიმართლეს ამბობდა - თუ ამჟამინდელი პიროვნება ბრმა იყო, მაშინ ტვინი არ აჩვენებდა ელექტრულ აქტივობას ვიზუალურ სტიმულებზე.
image

10. პროგრამისტი ლეო

უსახლკარო მამაკაცს, სახელად ლეო გრანდს, შესთავაზეს არჩევანი 100 დოლარსა და კოდირების შესწავლას შორის. მან პროგრამირება აირჩია და მალევე გამოუშვა მობილური აპლიკაცია, რომელმაც $15000 გამოიმუშავა. მაგრამ ლეო უსახლკაროობას არ შეეშვა. ექსპერიმენტის დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ლეოს საზოგადოებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემები შეექმნა. მან მალევე მიატოვა პროგრამირებაც.image

11. ნესტლეს ლოგო

ას წელზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში, ნესტლეს ლოგოდ გამოსახული იყო ჩიტი და სამი ბარტყი ბუდეში. 1988 წელს, რებრენდინგის დროს, ლოგომ დაკარგა ერთ-ერთი ბარტყი. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ახლა დასავლეთის ქვეყნებში საშუალო ოჯახს სამი შვილის ნაცვლად ორი ჰყავდა.image

12. ტირილის იმიტაცია ნადირობის დროს

კატების ოჯახის ზოგიერთი მტაცებელი დაჯილდოვებულია მსხვერპლის ხმის მიბაძვის უნარით, რათა მოატყუონ. 2005 წელს ბრაზილიელი ბიოლოგები შეესწრნენ, როგორ დაიწყო გრძელკუდიანმა კატამ ტამარინის პატარა მაიმუნების ტირილის მსგავსი ხმების გამოცემა. ზრდასრულმა მაიმუნებმა დაიწყეს ხმის წყაროს გამოკვლევა, მაგრამ მტაცებლის შემჩნევისას ისინი წარმატებით გაიქცნენ.image

13. შესაძლებელია თუ არა დღეში 4 საათი ძილი?

ადამიანის ძილის ნორმალური ხანგრძლივობა დღეში 7-დან 8 საათამდე მერყეობს, თუმცა თუ hDEC2 გენში მუტაციაა, რომელიც ძილ-ღვიძილის ციკლს არეგულირებს, ძილის მოთხოვნილება მხოლოდ 4 საათამდე შეიძლება შემცირდეს.image











0
210
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0