x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
სე@ს-ორგია ტაძარში შუა პანდემიის დროს -ვატიკანი საქმეს იძიებს
image

ვატიკანში დაიწყო გამოძიება იმის შესახებ, რომ აღვირახსნილი ორგიები მოეწყო კარანტინის დროს ჩრდილოეთ ინგლისში, კერძოდ ქალაქ ნიუკასლის ერთ-ერთ კათოლიკურ ტაძარში.


ამბობენ, რომ სწორედ ამ სექსუალური წვეულების მოწყობის შესახებ გავრცელებულმა ჭორებმა გამოიწვია ნიუკასლის ეპისკოპოსის, რობერტ ბერნის გადადგომა - ტაძრის მეთვალყურემ (კერძოდ, სიტყვა episcopus ასე ითარგმნება ლათინურიდან) დატოვა თანამდებობა ახალი წლის აღნიშვნამდე ცოტა ხნით ადრე.


ამავდროულად, თავად ეპისკოპოსი უხამსი ქმედებებში არ არის ეჭვმიტანილი, საუბარია ტაძრის დეკანზე მაიკლ მაკოიზე, რომელიც ორგიაში მონაწილე მთავარ პირად მოიხსენიებდნენ, რომელმაც, სავარაუდოდ, მოაწყო სექს-ღრეობა ახლობლებთან ერთად ბინაში ან ტაძარში.



თუმცა The Sunday Times-ის მიერ მოყვანილ წერილში, ლივერპულის არქიეპისკოპოსმა მალკოლმ მაკმაჰონმა, რომელიც მანამდე მართავს ეპარქიას, სანამ ბირნის შემცვლელს დანიშნავენ და თან იძიებს მის გადადგომის მიზეზებს, განაცხადა, რომ მას პაპის მრჩევლებმა სთხოვეს, რომ მოამზადოს „დაწვრილებითი ანგარიში იმ მოვლენების შესახებ, რამაც ეპისკოპოსი ბირნი გადადგომამდე მიიყვანა".


თავად მაკოისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს გამოძიებას - მან თავი მოიკლა 2021 წლის გაზაფხულზე, მალევე მას შემდეგ, რაც პოლიციამ მას ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ბრალდება წაუყენა.


აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც მღვდელს მის მიმართ წაყენებული ბრალდება ეცნობა, პოლიციის წარმომადგენლები თითქმის მუდმივად სტუმრობდნენ მას და მოახლოებული დაკითხვებზე და სხვა საგამოძიებო მოქმედებების პროცედურებზე განმარტებას აძლევდნენ. სამართალდამცავების თქმით, მაკოის დეპრესიის ნიშნები არ აღენიშნებოდა, თუმცა მალევე საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.


ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ეს იყო თვითმკვლელობა.

0
186
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0