- ამერიკელ მსახიობსა და მომღერალს, ოზი ოსბორნის ქალიშვილს, კელი ოსბორნს Emmy-ის დაჯიდლოებაზე ფრჩხილებზე 250 000 დოლარიანი ლაქი ესვა.
Azature-ის ლაქი 267 კარატიანი შავი ბრილიანტის თვლებითაა შექმნილი. "მთელი დღის განმავლობაში ვერაფერს ვეხებოდი, ჩემს ფრჩხილებზე 250 000 დოლარიანი ბრილიანტები იყო", - განაცხადა ჟურნალისტებთან ოსბორნმა.
მომღერლის თაყვანისმცემლები კელის ტრაბახმა გააღიზიანა. მათი განცხადებით, გაუმართლებელია, როდესაც ამხელა თანხა ასეთ სისულელეში იხარჯება, არადა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხალხს საჭმლის ფულიც არ აქვს.
ამასთან დაკავშირებით ვარსკვლავმა განცხადება გააკეთა.
"ვიცი, რომ ჩემი ფრჩხილის ლაქმა მავანი გააღიზიანა. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ძვირადღირებული ექსპერიმენტი იყო. მაპატიეთ, მაგრამ არ ვნანობ. ამ ლაქმა საშუალება მომცა, თავი დედოფლად მეგრძნო. მე უბრალოდ, გამიმართლა, რადგან ამ ლაქის წასმის უფლება მისცეს. მე მასში ერთი ცენტიც კი არ გადამიხდია", - განაცხადა ვარსკვლავმა.
წყარო :http://www.ambebi.ge