x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
"დღეს მრევლი ჩლუნგი მონების კოლექტიური მასაა" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

image


"ძალიან განსხვავდება დღევანდელი ეკლესია პირველი საუკუნეების ეკლესიისგან. მაშინ მრევლი იყო ეკლესიის სინდისი და მამოძრავებელი ძალა, საეკლესიო დოგმატიკის, კანონიკის, ზნეობის მცველი, სამღვდელოების და ეპისკოპოსების (მათ შორის არქიეპისკოპოსების, იგივე პატრიარქების) მაკონტროლებელი. დღეს მრევლი ჩლუნგი მონების კოლექტიური ფარაა, რომელიც მთავარ ქურუმს (პატრიარქ ილიას) და მის ხელის ბიჭებს შესჩერებია, როგორც ღმერთებს. არც სახარება აინტერესებთ, არც სჯულისკანონი, არც მართლმადიდებლობის დოგმატები, ისტორია და არსი. ბრმად დაიზეპირეს მხოლოდ ერთი ფრაზა: "არა განიკითხო". ამათი სახარება, დოგმატები და სჯულისკანონია ილია მეორე და მისი ადმინისტრაცია. ასეთი ეკლესია არის უსიცოცხლო და ბნელი, სადაც მხოლოდ მასების ბრმა მონურობაა. ასეთმა მრევლმა თავის თავში ჩაკლა სინდისიც, ზნეობაც, ინტელექტიც, ლოგიკური აზროვნებაც, პასუხისმგებლობაც, ცოცხალი რწმენაც და ყველა სხვა სათნოება, იქცნენ რიტუალისტ ზომბებად, რომლებიც ფიქრობენ თავიანთი პრიმიტიული ჭკუით, რომ სასუფეველში ადგილები დაიბევეს"-წერს სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქიის დეკანოზი და თეოლოგი ილია ჭიღლაძე.

1
435
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
435
  
2023, 22 იანვარი, 23:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1