სიახლეები გამომცემლობა Readovka-ს სამხედრო კორესპონდენტი ქალი ანასტასია ელსუკოვა მძიმედ დაიჭრა ქალაქ სოლედარში 2023, 21 იანვარი, 23:00 ![]() გადაღებებზე ელსუკოვასთან ერთად რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი არხის სამხედრო კორესპონდენტებიც იღებდნენ რა დროსაც მოხდა უკრაინელების მიერ იმ მონაკვეთის მასიური დაბომბვა, სადაც "ვაგნერელებთან" ერთად რუსი სამხედრო კორესპონდენტებიც იმყოფებოდნენ. ანასტასიას ჭურვის რამდენიმე ნამსხვრევი მოხვდა, სამხედრო კორესპონდენტს ჭურვის ნამსხვრევები მოხვდა თეძოზე და მუხდლზე, სეპარატისტ სამხედრო კორესპონდენტს ჭურვის ნამსხვრევმა მუხლი მთლიანად დაუმსხვრია, თეძოშიც მძიმე ჭრილობა აქვს მიღებული. სამხედრო კორესპონდენტი ქალი შემთხვევის ადგილიდან "ვაგნერელებმა" გაიყვანეს, ანასტასიას პირველი ოპერაცია სწორედ "ვაგნერელების" საველე ჰოსპიტალში გაუკეთდა, მეორე ოპერაცია კი უკვე ლუგანკის ოლქის ქალაქ პერვომაისკის კლინიკაში გაუკეთეს, სამხედრო კორესპონდენტის სიცოცხლეს უკვე საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ სამუდამოდ ხეიბრად დარჩება. საინტერესო უფრო სხვა რამეა, ერთი კვირაა რუსები აცხადებენ სოლედარის აღებაზე, აღებული ქალაქის სარკინიგზო ვაგზალთან რანაირად მოხდა უკრაინის რეგულარული არმიის ერთერთი ბრიგადის მებრძოლებთან შეტაკება? ლოგიკურად რუსებმა დროზე ადრე მოახსენეს რუსეთის დიქტატორს სოლედარის "განთავისუფლება ნაცისტებისაგან". ელსუკოვა უკვე მოსკოვში გადააფრინეს და მესამე ოპერაცია იქ ჩაუტარდა. 230 4-ს მოსწონს |