სხვა OnlyFans-ის მოდელს ყოფილი პარტნიორები მოკვლით ემუქრებიან მას შემდეგ,როცა შეიტყვეს,რომ ის წარსულში ბიჭი იყო 2023, 22 იანვარი, 9:47 ![]() OnlyFans-ის მოდელმა და სოციალური მედიის გავლენიანმა და პოპულარულმა პიროვნებამ განაცხადა, რომ მკვლელობით ემუქრებიან ყოფილი ბოიფრენდები მას შემდეგ, რაც აღიარა, რომ იგი წარსულში მამაკაცი იყო. ახლა ცნობილ მოდელს დიდ ბრიტანეთში დაბრუნების ეშინია. 27 წლის მიშელ ალექსანდრამ მანჩესტერიდან, 4 იანვარს Instagram-ის 25 000 გამომწერს გამოუცხადა, რომ ტრანსგენდერია, რის გამოც მას თავზე დაატყდა სიძულვილით სავსე შეტყობინებები, განსაკუთრებით იმ მამაკაცებისგან, რომლებიც მასთან იწვნენ და არ იცოდნენ მისი ყოფილი სქესი. ამჟამინდელი ქალბატონი ალექსანდრა ამბობს, რომ მან აღიარებისთვის, რომ ტრანსგენდერია, შეგნებულად აირჩია ის პერიოდი, როდესაც ოჯახთან ერთად შვებულებაში დომინიკის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, რადგან მას ეშინოდა საპასუხო რეაქციის და არ სურდა ამ ამბის გაჟღერების შემდეგ დიდ ბრიტანეთში ყოფილიყო. „შეტყობინებები საშინელი იყო და ძალიან შემეშინდა, ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია. მამაკაცებმა, რომლებთანაც ადრე კავშირი მქონდა, ან მათმა ნათესავებმა შემომითვალეს ისეთი რაღაცეები, როგორიცაა "იმედი გვაქვს, რომ მოკვდები" ან "ჩვენ მოგკლავთ".-ტირილით ამბობს ალექსანდრა. ![]() " ვინც მუქარის შემცველი მესიჯები გამომიგზავნა, ყველა დავბლოკე, მაგრამ თუ ისინი გააგრძელებენ, იძულებული ვიქნები პოლიციას მივმართო"-დასძინა მან. მანჩესტერში დაბადებულ მიშელ ალექსანდრას ნამდვილი სახელი მიტჩია. „უკვე ოთხი წლის ასაკიდან მინდოდა გოგო ვყოფილიყავი და საბედნიეროდ, ოჯახი ძალიან მეხმარებოდა. მამაჩემთან და ჩემი ძმასთან უფრო მეტად ჩხუბი მომდიოდა, მაგრამ წლების განმავლობაში ისინიც შეეგუენ.'' ” არასდროს ვერთობოდი ბიჭების ნივთებით, არ მიყვარდა ბიჭების ტანსაცმლის ჩაცმა და უბრალოდ მინდოდა სხვა გოგოებთან თამაში.” ![]() ”როდესაც რვა წლის ვიყავი, ამერიკაში გადავედით, იძულებული ვიყავი ბიჭების სკოლის ფორმა ჩამეცვა, მივხვდი, რომ ეს მე არ ვიყავი. როდესაც ესპანეთში დავბრუნდით, გადავწყვიტე, რომ მინდოდა ვყოფილიყავი ის, ვინც მიმაჩნდა, რომ ვიყავი - გოგო. ![]() ![]() 573 3-ს მოსწონს
|