x
image
თუთიკო ბერძენა
ბერმუდის სამკუთხედმა 100 წლის წინ დაკარგული გემი დააბრუნა

image
საზღვაო არქეოლოგთა ჯგუფმა ბერმუდის სამკუთხედში იპოვა გემი, რომელიც დაახლოებით ასი წლის წინ გაუჩინარდა.


სავაჭრო გემმა SS Cotopaxi დატოვა ჩარლსტონის პორტი (სამხრეთ კაროლინა) 1925 წლის 29 ნოემბერს და გაემართა კუბისკენ. რამდენიმე ხნის შემდეგ გემი ეკიპაჟის ყველა წევრთან ერთად გაუჩინარდა. SS Cotopaxi-ს ძიებამ საფუძველი ჩაუყარა სამეცნიერო არხის სერიების პირველ ეპიზოდს "გემის დაღუპვის საიდუმლოებები".


კოტოპაქსის სადაზღვევო აგენტების ჩანაწერების შესწავლამ ხელი შეუწყო ადრე უცნობი ფაქტების დადგენას: გემმა კატასტროფის სიგნალები გაგზავნა 1925 წლის 1 დეკემბერს, ჩარლსტონის პორტიდან ორი დღის შემდეგ.



ამ ინფორმაციამ მკვლევრები მიიყვანა აზრამდე, რომ გემი, რომელიც აღმოაჩინეს წმინდა ავგუსტინეს სანაპიროსთან, ფლორიდაში, არის SS Cotopaxi.



ბერმუდის სამკუთხედი არის ტერიტორია დასავლეთ ატლანტის ოკეანეში ფლორიდას, ბერმუდის და პუერტო რიკოს შორის. ითვლება, რომ იდუმალი ანომალიების გამო იქ ხშირად ქრება საჰაერო და საზღვაო ხომალდები.


ამ უცნაური ადგილის კოორდინატებია: ატლანტიკის ნაწილი, პუერტო რიკო, ტერიტორია მაიამისა და ბერმუდის კუნძულებს შორის. ამ კოორდინატებს შორის თუ სწორად გავუსვამთ ხაზებს, მაშინ სამკუთხედს მივიღებთ, ფართობით 4 მილიონი კვადრატული კილომეტრი. თუმცა სხვადასხვა ობიექტები ამ უცნაური ფიგურის მიღმაც ხშირად იკარგებიან. დღემდე ასზე მეტი გაუჩინარებული თვითმფრინავისა თუ გემის შესახებ არის ცნობილი.


image

ამ ადგილის საიდუმლოს ამოხსნა მისი წყალქვეშა რელიეფის გამო რთული, ჩაძირული ობიექტების ნაწილების პოვნა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, იწვევს თუ არა გემებისა და თვითმფრინავების კატასტროფას ოკეანის ზედაპირზე წარმოშობილი მეთანის ბურთი. მეთანი ოკეანის ფსკერზე არსებული ბზარებიდან ამოედინება. აღნიშნულ ადგილზე კი ძალიან მაღალია მაგნიტურობა და ობიექტი, რომელიც ამ ტერიტორიაზე ხვდება, მომენტალურად მიდის ფსკერისკენ.


კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოზე ჰაერის მასები ჩანს, რომლებიც ქარბუქს წარმოქმნიან, ეს უკანასკნელი კი წრეზე 50 კმ/სთ–ი სიჩქარით ბრუნავს. ქარბუქი ჰაერში წყლის მილებს წარმოქმნის, რომელთა სიმაღლეც 30 მეტრია და ისინიც უდიდესი სისწრაფით ბრუნავენ, ეს “მილები” ადგილზე მყოფ გემებს დიდი სიმძლავრით ეცემიან. საშუალო სიდიდის გემს, ამ სიტუაციაში გადარჩენის არავითარი შანსი არ აქვს.

1
925
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
925
  
2023, 21 იანვარი, 22:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1