x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ვინ არის ყოფილი სამხედრო, რომელმაც საგარეჯოში სისხლიანი სასაკლაო მოაწყო
imageთავდამსხმელი, რომელმაც საგარეჯოში, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით სისიხლიანი სასაკლაო მოაწყო, როს შედეგადაც გარდაიცვალა 5 ადამიანი, 5 კი დაჭრა, 49 წლის ნოდარ ათუაშვილია. ათუაშვილი თავდაცვის სამინისტროში, 2006 წლიდან/2021 წლამდე მსახურობდა, იგი ავღანეთის მისიაშიც მონაწილეობდა.




თავდამსხმელი სოფელ მანავიდან დაახლოებით 5 წლის წინ გადავიდა საგარეჯოში და იქვე იყიდა ბინა, რომლიდანაც უმისამართო სროლა ატეხა .ბინაში ამ დროს იმყოფებოდა თავდამსხმელის 20 წლის შვილიც, რომელმაც მოახერხა და სროლის დაწყების შემდეგ ბინა დატოვა.


როგორც მეზობლები ამბობენ, ათუაშვილი ცოლთან გაყრილი იყო და ცხოვრობდა მარტო.ჰყავდა ორი შვილი-ქალ-ვაჟი.

image


თუ რა გახდა მისი მხრიდან უმისამართო ცეცხლის გახსნის მიზეზი და რამდენად მყარი იყო მისი ფსიქიკური მდგომარეობა, ამ კითხვებს ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.იკითხება მოწმეები.ერთ-ერთი ახლობლის თქმით, ნოდარ ათუაშვილს ბავშვობიდანვე უცნაურობები ახასიათებდა:


"ბავშვობიდან რაღაცები ახასიათებდა, მარტო გამარჯობას იძახდა და გარეთ არ გამოდიოდა. არავისთან ურთიერთობა არ ჰქონდა"


5 გარდაცვლილიდან ერთი პოლიციელია, 1985 წელს დაბადებული უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილია.(ქვემოთ ფოტოზე)როგორც ირკვევა როგორც საგარეჯოში მაღაზიაში მოლარე-კონსულტანტს გადაეფარა, რა დროსაც გასროლილი ტყვია გულის არეში მოხვდა.

image

დაჭრილებს შორის ერთი ქალია. ერთ დაჭრილს ოპერაცია უტარდება.

4
402
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
402
  
2023, 20 იანვარი, 22:36
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 20 იანვარი, 16:54
ეგ ყველაფერი სუბიექტური შეფასებებია,თან იმ კონკრეტული უბნის მაცხოვრებლების,სადაც მსროლელი გადავიდა 6 თვის წინ და ვერავინ იტყვის უცნაურობები სჭირდა თუ არა,თან სახლიდან არ გამოდიოდა მომიზეზება ამისთვის უადილო და უაზრობაა. ჯარში წასული ადამიანი რაღაც მხრივ უცნაურია და ზოგიერთები ამას ვერ გაიგებენ,მაგრამ უმიზეზოდ არავინ არავის კლავს. რაც მთავარია,თუ არაადეკვატური იყო თავიდანვე ანუ ჯარში შესვლის მომენტში,მაშინ ის ვერ მოხვდებოდა ვერც ავღანეთში და გაკომისება მოხდებოდა. ჯარი ისეთი რამეა,რომ შიგნით არაფერი იმალება,თუ ურევდა და ვერ იყო კარგად,მაშინ მისი ათეულის პირადი შემადგენლობა მოითხოვდა მის საქართველოში დატოვებას ან მათი ნაწილიდან გაშვებას,რადგან პანიკიორი და არაადეკვატური ხალხი არავის სურს საომარ ზონაში. უბრალოდ,ეხლა ათას ჭორებს ავრცელებენ,რათა გადაფარული იყო ფეხებზე დაკიდების ამბავი,ტრავმებით დაბრუნებულმა სამხედრომ ვერ მიიღო შესაფერისი სამედიცინო დახმარება და არ იყო მუდმივ კონტროლზე.
2023, 20 იანვარი, 16:47
მაგარი ქვეყანა გვაქვს რა,ადამიანებს ის უკვირთ ყოფილ სამხედროს იარაღი რატო ქონდა და ის არ უკვირთ,სროლის დროს გამოძახებაზე გასულ პოლიციელს რატომ არ ეცვა ჟილეტი და რანაირად მოხდა,რომ გულის არეში დაიჭრა. რაც შეეხება იმას,რომ მსროლელს არავისთან კონფლიქტი არ ქონია და ისე დაიწყო სროლა,ესეც უაზრობა გამოდის და ბევრ კითხვას აჩენს. თუ ესე წამოუარა და დაუშვა,მაშინ ფსიქიკურ პრობლემასთან გვაქვს საქმე და საინტერესო იქნება,თუ გადაიოდა მკურნალობას ან რა ტრავმებით ჩამოვიდა საერთაშორისო მისიიდან ან 2008 წლის ომიდან. ასე ხდება,როცა ადამიანები იღებენ ტრავმებს და ყველას ფეხებზე კიდიათ და მხოლოდ ეხლა გაახსენდათ რო სამხედრო იყო და მსახურობდა ავღანეთში. ბევრი ეგეთი იქნება კიდევ,რომელთაც დახმარება ესაჭიროება. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა,გვყავს 6 გარდაცვლილი და გაუბედურებული ოჯახები. მსროლელიც მსხვერპლია,რადგან არაფრის გამო დაიწყო სროლა ე.ი. პრობლემები ქონდა და სისტემამ ვერ უზრუნველყო მისი ხარისხიანად მკურნალობა ან საერთოდ ფეხებზე დაიკიდა.
2023, 20 იანვარი, 12:10
:-(...ასეთი უცნაურობები სჭირდაო..., ცოტა არაადექვატურიოოო. ჯარში როგორ წაიყვანეს.!? ომი ხომ სულ გააგიჟებდა :-( და აი შედეგიც
0 1 4