კახეთი ვინ არის ყოფილი სამხედრო, რომელმაც საგარეჯოში სისხლიანი სასაკლაო მოაწყო 2023, 20 იანვარი, 11:35 ![]() თავდამსხმელი სოფელ მანავიდან დაახლოებით 5 წლის წინ გადავიდა საგარეჯოში და იქვე იყიდა ბინა, რომლიდანაც უმისამართო სროლა ატეხა .ბინაში ამ დროს იმყოფებოდა თავდამსხმელის 20 წლის შვილიც, რომელმაც მოახერხა და სროლის დაწყების შემდეგ ბინა დატოვა. როგორც მეზობლები ამბობენ, ათუაშვილი ცოლთან გაყრილი იყო და ცხოვრობდა მარტო.ჰყავდა ორი შვილი-ქალ-ვაჟი. ![]() თუ რა გახდა მისი მხრიდან უმისამართო ცეცხლის გახსნის მიზეზი და რამდენად მყარი იყო მისი ფსიქიკური მდგომარეობა, ამ კითხვებს ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.იკითხება მოწმეები.ერთ-ერთი ახლობლის თქმით, ნოდარ ათუაშვილს ბავშვობიდანვე უცნაურობები ახასიათებდა: "ბავშვობიდან რაღაცები ახასიათებდა, მარტო გამარჯობას იძახდა და გარეთ არ გამოდიოდა. არავისთან ურთიერთობა არ ჰქონდა" 5 გარდაცვლილიდან ერთი პოლიციელია, 1985 წელს დაბადებული უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილია.(ქვემოთ ფოტოზე)როგორც ირკვევა როგორც საგარეჯოში მაღაზიაში მოლარე-კონსულტანტს გადაეფარა, რა დროსაც გასროლილი ტყვია გულის არეში მოხვდა. ![]() დაჭრილებს შორის ერთი ქალია. ერთ დაჭრილს ოპერაცია უტარდება. 402 2-ს მოსწონს
|