x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მოკლედ ესეა, რა გავაკეთო, იქაც რომ არ მიმიღონ?"- რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი

image


თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქფრენდებს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს და საკუთარ ნათლობასთან დაკავშირებით ერთ ისტორიას იხსენებს:


"სიყალბე ჩვენი ცხოვრების თანმდევი, ჩემი კიდევ განსაკუთრებით.


1981 წელს მოვინათლე. სამი წლის წინ კი მითხრეს, რომ მღვდელს, რომელმაც ჩემი და ჩემი დის ნათლობა ჩაატარა 1979 წლიდან 1983 წლამდე ჩატარებული ყველა ნათლობა გაუუქმეს ნათლობის წესის არასწორად წარმართვის გამო.


იმ ეპარქიის სასულიერო პირებთან, სადაც იმ დროს ის მღვდელი მოღვაწეობდა, ახლოს ვარ და რომ მითხრეს ესეთი ამბავია და ხელახლა უნდა მოინათლოო, გამეცინა და ვუთხარი - ნუ მემასხრებით სუფრა თუ გინდათ მაგის გარეშე ვიკისრებ მეთქი. ბოლოს მივხვდი რომ არ ხუმრობდნენ.


მოკლედ ესეა, დავდივარ მესამე წელია მოუნათლავი თუ ნახევრადმონათლული და ვერ გადამიწყვეტია - ხელახლა მოვინათლოო, ღმერთს უარესად არ ვაწყენინო, არ მოვინათლოო და იქნებ უარესზე მეტად ვაწყენინო.


რა გავაკეთო, მერე იქაც რომ არ მიმიღონ?

ნათლისღებას გილოცავთ.

პ.ს. 12 თუ 14 ნათლული მყავს და ისინიც მოუნათლავები გამოდიან თუ არა ეგ ვერ გავარკვიე."- წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.





0
591
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
591